მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ავეჯის ონლაინ შეძენის თითქმის არცერთი განცხადება არ გაკეთებულა" - "საბას" მფლობელი

6017ed255adcd
თათია კაკიაშვილი
01.02.21 23:35
1244

1 თებერვლიდან ქართულ ბაზარზე სავაჭრო ცენტრებთან და მაღაზიებთან ერთად, ავეჯის სახლებიც გაიხსნა. ინდუსტრია ერთ-ერთია, რომელიც პანდემიის გამო, რამდენიმე ლოქდაუნმა განსაკუთრებით დააზარალა. 


სავაჭრო ცენტრ “საბაში” განმარტავენ, რომ ახალი წლის შემდეგ “საბას” ადმინისტრაცია მოიჯარეებს იჯარის გადასახადს არ ახდევინებს, თუმცა შემცირებული მოთხოვნის ფონზე, ავეჯის სახლისთვის ეს შეღავათი ეკონომიკურად კიდევ უფრო რთულად დასაძლევი აღმოჩნდა. 

“ჩვენ გვაქვს ასევე გაჩერების ხარჯები, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიხედოს და რომლის გამოც, ელემენტარულად, ჩვენი ტერიტორიის დაცვასაც ვერ შევძლებთ, ვერ გადავიხდით კომუნალურ გადასახადებს, თან ახლა, როცა ელექტროენერგიის ტარიფიც გაიზარდა. ძალიან დიდია ჩვენი სექტორის ზარალი”, - განუცხადა "საბას" მფლობელმა, პაატა კაჭარავამ BMG-ის.

კაჭარავას თქმით, ლოქდაუნის დროს ონლაინ გაყიდვებმა არ გაამართლა და გაყიდვების ნაწილში მეიჯარეებს დიდი ჩავარდნა აქვთ.

“იმის მიუხედავად, რომ “საბამ” ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა შექმნა, ამ დრომდე ავეჯის ელექტრონულად შეძენის თითქმის არცერთი განცხადება არ გაკეთებულა. თუ მომხმარებელმა ადგილზე არ შეამოწმა და დაათვალიერა პროდუქცია, შეძენის გადაწყვეტილებას ონლაინ ვერ მიიღებს”, - აღნიშნა პაატა კაჭარავამ.

მისივე თქმით, სექტორის წარმომადგენლებს მთავრობასთან არაერთხელ ჰქონდათ გაჟღერებული თხოვნა, რომ ბიზნესის შეჩერების პერიოდში ქონების გადასახადი არ გადაეხადათ, რადგან ამ ფინანსურ ვალდებულებას სექტორი გაკოტრებისკენ მიჰყავს, თუმცა ეს თხოვნა დღემდე უშედეგოა.