მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ავიაციაში ქაოსის დრო აღარ არის... უნდა შევზღუდოთ ხელოვნური ჩარევა"- ჩხარტიშვილი

5ffad27624f9f
ვიქტორია მღებრიშვილი
10.01.21 13:44
1935
"ფრენების მიმართულებით არსებული შეზღუდვები დღესაც შეიძლება მოიხსნას" - თვლის ავიაციის დარგის ექსპერტი ზვიად ჩხარტიშვილი. მისი შეფასებით, ფრენების აღდგენის კუთხით ქვეყანამ დააგვიანა, რაც მთავრობას ჯერ კიდევ ზაფხულში უნდა გაეკეთებინა.

"დასაწყისისთვის ფრენების მიმართულებით დაწესებული შეზღუდვები დღევანდელი გადასახედიდან ვთვლი, რომ ნაჩქარევი და ქაოტური იყო, მაგრამ ეს მსოფლიოში არსებული ქაოტური მდგომარეობითა და გაურკვევლობით იყო გამოწვეული.

ფრენების აღდგენა საქართველომ უკვე დააგვიანა. ფრენების აღდგენა მაშინ უნდა დაგვეწყო, როდესაც ევროპის ქვეყნები და რამდენიმე ქვეყანა იხსნებოდა. რა მივიღეთ არ გახსნით - დღეში შიდა გავრცელებიდან 5 000 ინფიცირებამდე მაინც ავედით. არ გავხსენით, ერთი სექტორი დავაზიანეთ და მდგომარეობა მაინც დამძიმდა. დღევანდელი გადასახედიდან ასე ჩანს, რომ შეიძლებოდა ივლისში ფრენების გახსნა. კი მდგომარეობა ქაოსური იყო, მაგრამ ეს მარტში... ივლისში ქაოსი არ უნდა ყოფილიყო“, - ამბობს ჩხარტიშვილი.

ის მიიჩნევს, რომ დღეს ფრენების აღდგენა უნდა დაიწყოს და ეს უპირველეს ყოვლის რენტაბელური მიმართულებით უნდა მოხდეს. დარგის სპეციალისტი ამბოვს, რომ ავიაციაში ხელისუფლების ხელოვნური ჩარევა უნდა შეიზღუდოს.

„ფრენების მიმართულებით არსებული შეზღუდვები დღესაც შეიძლება მოიხსნას და რაც შეიძლება უნდა შევზღუდოთ ხელოვნური ჩარევა. რეისები არ უნდა იყოს არჩეული იმის მიხედვით მწვანეა თუ წითელი ქვეყანა. პანდემია აბსოლუტურად ყველა ქვეყანას თითქმის თანაბრად შეეხო და რთული სიტუაციაა. შესაბამისად, უნდა გამოარჩიონ რენტაბელური რეისები და ბაზარს უნდა მისცენ შესაძლებლობა, რომ მდგომარეობა თვითონ დაარეგულიროს. ხელოვნურად არ უნდა გავხსნათ რომელიმე კონკრეტული მიმართულება, მაშინ როდესაც რენტაბელური შეიძლება საერთოდ არ იყოს და მხოლოდ ჩაითვალოს, რომ ქვეყანამ გახსნა მიმართულება, თუმცა ავიკომპანიას შემოსავალი საერთოდ არ დაუტოვოს. მსგავსი ქაოსური გადაწყვეტილება იმ ქაოსის გაგრძელებაა, რაც დასაწყისში იყო და ახლა უკვე ქაოსის დრო აღარ არის, ახლა ანალიტიკური აზროვნების დროა“, - აცხადებს დარგის ექსპერტი.

ზვიად ჩხარტიშვილი BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბაზრის მოთამაშეებმა თავად უნდა განსაზღვრონ, რომელია რენტაბელური მიმართულებები.

„კერძო ავიკომპანიები თვითონ განსაზღვრავენ მათთვის მისაღებ მიმართულებებს. არსებობს ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, რომელსაც აქვს ინფორმაცია და სტატისტიკას აწარმოებს... მაგალითად, პანდემიამდე ასეთი რენტაბელური რეისები იყო - მოსკოვის, კიევის, თელ-ავივის, პარიზის, ამსტერდამის, სტამბულის... დღემდე ვერ ვხვდები - რატომ არ მინიჭეს სტამბულს უპირატესობა და ასევე რატომ გაიხსნა დოჰა და არა დუბაი, რომელიც ერთ-ერთი სერიოზული მიმართულებაა. არ არსებობს ასეთი რეისები, რომელიც სტამბულს და დუბაიზე უკეთ გადიოდეს სხვა მიმართულებაზე. შესაბამისად, ჩემთვის მიუღებელი იყო ის პასუხები, რომელიც სამინისტროსგან მოვისმინე. ამას ვგულისმობ ქაოსში და ეს, ფრენების გახსნის მიმართულებით ქაოსური გადაწყვეტილებებია“, - განმარტა ავიაციის დარგის ექსპერტმა.