მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ავტომობილების დახარვეზების უმეტესობა სამუხრუჭე სისტემასა და გამონაბოლქვზე მოდის" - "გრინვეი საქართველო"

614ed6479925d
მარიამ იზორია
25.09.21 12:26
823
"ქვეყნის სოციალური ფონიდან გამომდინარე, ავტოპარკი კარგ მდგომარეობაში არ არის", - ამის შესახებ "გრინვეი საქართველოს" კომერციულმა დირექტორმა გადაცემა "ქალების ნარატივში" განაცხადა.

თეონა ჭკადუას თქმით, ჯერ კიდევ ძალიან ბევრ რეგიონსა და სოფელში გაუმართავი ავტომობილი დადის, თუმცა რეფორმის საწყის პერიოდს ახლანდელ ვითარებას თუ შევადარებთ, ცალსახაა, რომ ის სწორი მიმართულებით ვითარდება.

ამასთან, როგორც "გრინვეი საქართველოს" კომერციული დირექტორი აღნიშნავს, საქართველოში სულ მილიონ 300 ათასი ავტომობილია რეგისტრირებული და აქედან ტექდათვალიერება დაახლოებით 800 000-მა ავტომობილმა უკვე გაიარა.

"ტექდათვალიერების რეფორმა გრძელვადიან პერიოდში ორ ძირითად პრობლემასთან გამკლავებას მოიცავს, ესენია: გზებზე უსაფრთხოდ გადაადგილება და ეკოლოგიის გაჯანსაღება, ჩვენი ქვეყნის სოციალური ფონიდან გამომდინარე, ავტოპარკი კარგ მდგომარეობაში არ არის, ეს ყველაფერი ტექდათვალიერების დროს ციფრებსა და სტატისტიკებში აისახება, დახარვეზებული ავტომობილების უმეტესი პროცენტი სამუხრუჭე სისტემასა და გამონაბოლქვზე მოდის, სწორედ ამ რეფორმის მიზანია წლებთან ერთად დახარვეზების პროცენტი შემცირდეს, რათა შემდგომ შედეგი ყველამ ერთად ვიგრძნოთ", - განმარტავს თეონა ჭკადუა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ტექდათვალიერების რეფორმა უკვე მესამე წელია, რაც მიმდინარეობს.