"გლობალურად, შარშანდელი სტატისტიკური მონაცემებით,„ჰიუნდაი“ მსუბუქი ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებლით მესამე ადგილზე გავიდა“, - ამის შესახებ BMG-ის „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ დირექტორმა დავით გიორგობიანმა განუცხადა.
გიორგობიანის თქმით, პანდემიამ საავტომობილო ინდუსტრია საკმაოდ შეაფერხა, შედეგად, გლობალურად, „ჰიუნდაის“ ავტოწარმოება მეოთხედით შემცირდა, თუმცა რიგი გამოწვევების მიუხედავად, დღეს ბრენდი მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც წარმატებით აგრძელებს ოპერირებას.
„ჰიუნდაი“, სხვა ბრენდებთან შედარებით, ახალგაზრდაა, ის 1967 წელს დაარსდა. მაგრამ ამ მოკლე ხანში ისეთი დინამიკა განიცადა, ისეთ მაღალტექნოლოგიურ კომპანიად გადაიქცა, რომ გლობალურად, შარშანდელი სტატისტიკური მონაცემებით, მსუბუქი ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებლით მესამე ადგილას გავიდა. ძალიან ბევრი კრიზისული ეტაპი გავიარეთ: ფინანსური კრიზისები, შიდა პრობლემები, ომი და ა.შ. თუმცა, ამის მიუხედავად, წელს 25-ე წელია, რაც ბრენდი ავტობიზნესშია და წარმატებულად საქმიანობს.
2020-2021 წლებში ჰიუნდაის ქარხნებში 25%-ით ნაკლები მანქანა დამზადდა. დამზადება-მიწოდება-რეალიზაციის ჯაჭვი დაირღვა და ვინც კი მასში მონაწილეობდა, ყველას პრობლემები ჰქონდა“, - განაცხადა დავით გიორგობიანმა.
„ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ დირექტორის წინასწარი პროგნოზით, პანდემიის გამო შექმნილი ნახევრადგამტარების პრობლემა, რომელიც ავტომობილების წარმოება-რეალიზაციის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი კომპონენტია, 2022 წლის მეორე ნახევარში დასტაბილურდება და მოგვარდება.
ცნობისთვის, „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ ჩვენს ქვეყანაში თითქმის ორი ათეული წელია, ოპერირებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი