მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ავტომობილების გლობალურ გაყიდვებში შარშან „ჰიუნდაი“ მესამე ადგილზე გავიდა“

628a03603d4be
თათია კაკიაშვილი
22.05.22 14:26
1052
"გლობალურად, შარშანდელი სტატისტიკური მონაცემებით,„ჰიუნდაი“ მსუბუქი ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებლით მესამე ადგილზე გავიდა“, - ამის შესახებ BMG-ის „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ დირექტორმა დავით გიორგობიანმა განუცხადა.

გიორგობიანის თქმით, პანდემიამ საავტომობილო ინდუსტრია საკმაოდ შეაფერხა, შედეგად, გლობალურად, „ჰიუნდაის“ ავტოწარმოება მეოთხედით შემცირდა, თუმცა რიგი გამოწვევების მიუხედავად, დღეს ბრენდი მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც წარმატებით აგრძელებს ოპერირებას.

ჰიუნდაი“, სხვა ბრენდებთან შედარებით, ახალგაზრდაა, ის 1967 წელს დაარსდა. მაგრამ ამ მოკლე ხანში ისეთი დინამიკა განიცადა, ისეთ მაღალტექნოლოგიურ კომპანიად გადაიქცა, რომ გლობალურად, შარშანდელი სტატისტიკური მონაცემებით, მსუბუქი ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებლით მესამე ადგილას გავიდა. ძალიან ბევრი კრიზისული ეტაპი გავიარეთ: ფინანსური კრიზისები, შიდა პრობლემები, ომი და ა.შ. თუმცა, ამის მიუხედავად, წელს 25-ე წელია, რაც ბრენდი ავტობიზნესშია და წარმატებულად საქმიანობს.

2020-2021 წლებში ჰიუნდაის ქარხნებში 25%-ით ნაკლები მანქანა დამზადდა. დამზადება-მიწოდება-რეალიზაციის ჯაჭვი დაირღვა და ვინც კი მასში მონაწილეობდა, ყველას პრობლემები ჰქონდა“, - განაცხადა დავით გიორგობიანმა.

„ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ დირექტორის წინასწარი პროგნოზით, პანდემიის გამო შექმნილი ნახევრადგამტარების პრობლემა, რომელიც ავტომობილების წარმოება-რეალიზაციის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი კომპონენტია, 2022 წლის მეორე ნახევარში დასტაბილურდება და მოგვარდება.

ცნობისთვის, „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ ჩვენს ქვეყანაში თითქმის ორი ათეული წელია, ოპერირებს.