მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ავტომობილების რეექსპორტმა აღდგენა დაიწყო, თუმცა განსაცვიფრებელი მაჩვენებლები არ გვაქვს"

60dd8237b2c5c
სალომე მეცხვარიშვილი
01.07.21 12:59
659
მიმდინარე წლის მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 87%-ით არის გაზრდილი, თუმცა ავტოიმპორტიორები ამბობენ, რომ 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 2021 წლის ბაზარი განახევრებულია.

ავტო-იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელი “საქმის კურსთან” აცხადებს, რომ რეექსპორტმა აღდგენა დაიწყო, თუმცა ეს მაჩვენებლები “განსაცვიფრებელი” არ არის.

“თავიდან, როდესაც საზღვრები ჩაიკეტა, ძალიან გაგვიჭირდა და გაკოტრების პირას დავდექით, თუმცა რაღაც დროის შემდეგ, მოვახერხეთ ონლაინვაჭრობაზე მორგება. ამის შემდეგ ნელ-ნელა გავზარდეთ ექსპორტი საქართველოდან უკრაინაში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეტში, უზბეკეთსა და თურქმენეთში, თუმცა ეს არ არის დამაიდებელი. გასაგებია, რომ გაიზარდა რეექსპორტი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის; არ არის ეს ის რიცხვები, რომ ძალიან განვცვიფრდეთ და გაგვიხარდეს, რადგან 2019 წლის მაჩვენებლთან შედარებით ბაზარი ჯერ კიდევ განახევრებულია”, - აცხადებს ლაშა დარბაისელი.

მისივე თქმით, დადებითი ტენდენცია კიდევ უფრო გაააქტიურა სახმელეთო საზღვრების გახსნამ, რამდენადაც მათ უცხოელ პარტნიორებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, სახმელეთო გზით ჩამოვიდნენ ქვეყანაში და პროდუქცია ადგილზე დაათვალიერონ.