22.დეკემბერი .2019 16:35

"აწარმოე საქართველოში" მუშაობს, რომ იაპონურმა Konica-მ საქართველოში აწარმოოს პროდუქცია

views 1766
უკან

"ელექტრონული მოწყობილობების წარმოება არის ერთ-ერთი ახალი სექტორი, საინვესტიციო გუნდს ბევრად დიდი ძალისხმევა სჭირდება იმისთვის, რომ ახალ სექტორში პირველი მოთამაშე შემოიყვანოს. Konica საქართველოში ლოჯისტიკისა და სერვისის კუთხით რეგიონალურად ოპერირებს, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ, რომ Konica-მ საქართველოში ააწყოს ან აწარმოოს თავისი პროდუქცია. ისინი ამით ძალიან დაინტერესებულები არიან“, - აღნიშნა „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში.

Konica იაპონური ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელსაც ოფისები 49 ქვეყანაში აქვს განთავსებული.  

ამასთან, მისი განმარტებით, ინვესტიციის მოზიდვა უფრო მარტივია, როდესაც საწყის ეტაპზე კომპანია ქვეყანაში ჩამოდის და რაიმე კონკრეტული ნაბიჯითა და ეტაპით იწყებს ინვესტიციას, თუნდაც ეს იყოს ლოჯისტიკური ცენტრი. მისივე განმარტებით, როდესაც კომპანია ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ეცნობა, წარმოების დაწყების თვალსაზრისით, ნაბიჯს უფრო მარტივად და გაბედულად დგამს.

„ამ სტრატეგიით, საქართველოსთვის ახალს სექტორებში უფრო ეფექტურად მოვიზიდავთ ინვესტიციებს“, - დასძენს მიხეილ ხიდურელი.

შეგახსენებთ, 16 დეკემბერს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების დეპარტამენტის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა.