28.ნოემბერი .2020 16:43

"აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი ქვეყანაში IT სექტორის "ბუმს" ელოდება

"აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი ქვეყანაში  IT სექტორის "ბუმს" ელოდება
views 3998
უკან

ველოდები, რომ შემდეგი სექტორი, რომელშიც ბუმი იქნება, იქნება IT სექტორი,- ამის შესახებ სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა გადაცემა “ფორბს კვირაში” განაცხადა.

ის გამოეხმაურა ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მიერ დაანონსებულ პროგრამას, რომელიც საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც IT-სერვისებს საქართველოდან განახორციელებენ, აძლევს საშუალებას მათი საშემოსავლო და მოგების გადასახადი მხოლოდ 5% იყოს.

მიხეილ ხიდურელი ამბობს, რომ ახალი პროგრამით დაინტერესება საკმაოდ მაღალია, ისევე როგორც წლების წინ იყო ბიზნეს სერვისების აუთსორსინგზე, რომელიც დღეს ერთ–ერთი სწრაფად მზარდი მიმართულებაა.

“ინოვაციებისა და ტექნოლოგიის სააგენტოსთან ერთად ძალიან ბევრი შეხვედრა ჩავნიშნეთ ბელორუს, უკრაინელ, პოლონელ IT კომპანიებითან. ინტერესი არის ძალიან დიდი. თქვენ იცით, რომ საქართველში შემოვიდა ბელორუსების დაფუძნებული უდიდესი ამერიკული კომპანია “ეპამი” და ის იქნება პირველი მედროშე…

ინტერესი არის ძალიან დიდი და ველოდები, რომ შემდეგი სექტორი, რომელშიც ბუმი იქნება, ეს იქნება IT სექტორი”,- აცხადებს მიხეილ ხიდურელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა