მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს"

60793b96b1264
ინგა მურუსიძე
16.04.21 11:23
602
ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით, ბიუჯეტი დაახლოებით 350 მლნ ლარს დაზოგავს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მიმდინარე ახალი ობლიგაციებით მოხდა რეფინანსირება 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციებისა, რომლის საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 2,5-ჯერ მაღალი - 6.875% იყო, და რომლის დაფარვაც განხორციელდა მიმდინარე წლის 12 აპრილს.

აქ მნიშვნელოვანია ასევე ბიუჯეტის მხრივ კონკრეტული ეკონომიები. კერძოდ, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, იმის გამო, რომ საპროცენტო განაკვეთი არის გაცილებით დაბალი, ბიუჯეტი დაახლოებით 350 მლნ ლარის საპროცენტო შემოსავალს დაზოგავს. ასეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთის ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი არის ქვეყნის სუვერენული რეიტინგი, რომელიც ბოლო წლებში გაუმჯობესდა“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მინისტრმა წარმატებით განხორციელებული პროცესისთვის მადლობა გადაუხადა გუნდს, რომელიც ამ პროექტზე მუშაობდა.

საქართველომ $500 მლნ-ის სესხი აიღო, კუპონის განაკვეთი 2.75%-ია