02.მარტი .2020 15:00

"ახალი ველოსიპედი არაა - სასურველია, უნივერსიტეტები გადავიდნენ ონლაინ სწავლებაზე"

views 1108
უკან

ახალი ველოსიპედი არ არის და ამირან გამყრელძეს არ მოუგონია -  სასურველია, უნივერსიტეტები გადავიდნენ ონლაინ სწავლებაზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ახალი ველოსიპედი არ არის და ამირან გამყრელძეს არ მოუგონია, ვეყრდნობით გამოცდილ ქვეყნებს და მათ გამოცდილებას.

სასურველია, რომ თუ შესაძლებელია ეს ორი თუ სამი კვირა სწავლა-განათლება გადავიდეს ონლაინ რეჟიმზე. დღეს სამი დიდი კონფერენციის ორგანიზატორებმა მკითხეს, რა უნდა ექნათ. მე ვუპასუხე, რომ მათი გადასაწყვეტი იყო იმის მიხედვით, თუ რამდენი ადამიანი ესწრება კონფერენციას, საიდან არიან ადამიანები ჩამოსასვლელი და ა.შ. მათი გადასაწყვეტია რისკიდან გამომდინარე, ჩატარდება კონფერენცია შეხვედრით თუ ონლაინ. სწავლას რაც შეეხება, სასურველია, რომ იქ, სადაც ტექნიკური რესურსი არსებობს, უნივერსიტეტები გადავიდნენ ონლაინ სწავლებაზე. სკოლებში ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ მაღალ კლასებში ალბათ შესაძლებელია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.