მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახლა საქართველო პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს, რათა შექმნას ნათელი გზა სტრუქტურული რეფორმებისთვის"

62ac69fec9b5e
მარიამ ვარადაშვილი
17.06.22 15:54
531

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ტვიტერზე წერს, რომ ახლა საქართველოში პოლიტიკური ერთიანობის დროა, რათა სტრუქტურული რეფორმები განხორციელდეს. 

“ახლა საქართველო პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს, რათა შექმნას ნათელი გზა სტრუქტურული რეფორმებისთვის. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საქართველოს გადაეცეს ევროპული პერსპექტივა, თუმცა უნდა დაუბრუნდეს და შეაფასოს როგორ დააკმაყოფილოს გარკვეული პირობები მანამ, სანამ კანდიდატის სტატუს მიიღებს”,-წერს ფონ დერ ლაინი ტვიტერზე. 

დღეს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის კი კომისია რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას.