მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახლა შემდგომ პიკს გადავდივართ, რომელიც შეიძლება 10-14 დღე გაგრძელდეს“

6103dbad7cd7e
ვიქტორია მღებრიშვილი
30.07.21 18:00
676
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები პიკურ ნიშნულზეა და ეს მდგომარეობა 10-14 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ამის შესახებ მან იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

„რასაც ვპროგნოზირებდით ბოლო სამი დღის განმავლობაში, აბსოლუტურ რიცხვში კი იზრდება ინფიცირების რაოდენობა, მაგრამ ზრდის ტემპი ოდნავ შემცირებულია, რაც გარკვეულწილად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიფიქროთ... და ჰელსმეტრიკის ინსტიტუტიც გვეუბნება, რომ ჩვენ ახლა შემდგომ პიკს გადავდივართ, რომელიც შეიძლება 10 დღე - 2 კვირა გაგრძელდეს და შემდგომ უნდა იყოს ქვესვლა, მაგრამ ნელი ტემპით. ამის შეკავების ერთადერთი გზა მასობრივი ვაქცინაცია და იმ რეკომენდაციების განუხრელი დაცვაა, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ“, - თქვა NCDC-ის ხელმძღვანელმა.