11.მაისი .2020 16:00

"ახლა შემოდგომას დაველოდოთ" - იქნება თუ არა გახარია წინასაარჩევნო პერიოდში პრემიერი?

views 467
უკან

„ყველაფერი შეიძლება. დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნების" ახალი სახე ვეღარ ვიქნები, ერთხელ უკვე ვიყავი და სხვა ყველაფერი შეიძლება“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ tv „პირველის“ კითხვას პარტია „ქართულ ოცნებაში“ ახალი სახეების გამოჩენასთან დაკავშირებით.

ამასთან, კითხვას - შეიძლება თუ არა, რომ არჩევნების პერიოდისთვის ის აღარ იყოს პრემიერი, გიორგი გახარიამ შემდეგი პასუხი გასცა: 

„რა მნიშვნელობა აქვს, მე ჩემს გუნდთან ერთად ვარ. ერთხელ ვთქვი უკვე, მაშინ გაზაფხულს ველოდებოდით, ახლა შემოდგომას დაველოდოთ და შემოდგომაზე დავითვალოთ წიწილები“.