კომპანია „დიოს“ გენერალური დირექტორი თამაზ დაუშვილი იმ ფაქტორებს ასახელებს, რომლითაც შესაძლებელია ლარის კურსის დასტაბილურება. მისი განცხადებით, უპირველესი გამოსავალი არის ის, რომ შემცირდეს ფულის მასა, უნდა მოხდეს დიდი რაოდენობით რეზერვების გაყიდვა, ან კიდევ დიდი რაოდენობით უცხოური შემოდინებები ინვესტიციების სახით.
„ვფიქრობ, რომ ეს ბოლო ნაკლებად სავარაუდოა, ტურიზმი გაჩერებულია, ექსპორტი ვერ იზრდება. ერთადერთი ვარიანტია, გაშვებულ იქნას კურსი თავისუფალ ვარდნაში, სადღაც გაჩერდება სავარაუდოდ, სადაც გამოიწვევს საბოლოო ჯამში იმპორტის შემცირებას. ამით დასტაბილურდება და შემდეგ შეიძლება გვქონდეს იმედი, რომ რაღაც ნიშნულს დაუბრუნდება. მაგრამ, სამწუხაროდ ამის იმედიც არ მაქვს, რადგან აქამდე არ მქონია შემთხვევა, როდესაც კურსი სტაბილურად უბრუნდებოდეს გრძელვადიან პერსპექტივაში ქვედა ნიშნულს. პანდემიის პიკის დროს, რა თქმა უნდა, ავარდა და ყველამ ვიცოდით, რომ ეს იყო პანიკური რეაქცია. ახლა ვერ ვხედავ პანიკურ რეაქციას. ახლა გვაკლია ვალუტა, არის ჭარბი ვალი“, – განაცხადა დაუშვილმა.
მისივე თქმით, ლარის მორიგი გაუფასურება ძალიან ცუდად მოქმედებს ბიზნეს კლიმატზე, განსაკუთრებით იმის ფონზე, რაც ხდება მსოფლიოში და საქართველოც არ არის გამონაკლისი:
„პანდემიამ თავისი გააკეთა და სამწუხაროდ ვერ მოხერხდა, რომ ლარი მაინც ყოფილი სტაბილური, რათა ბიზნესს ეგრძნო თავი სტაბილურად და დაცულად. ეს ძალიან ცუდია, რა თქმა უნდა, ამ ფონზე ნდობა არის ნაკლები, შესაბამისად აქედან გამომდინარეა, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციებს შედეგი არ მოაქვს. რამდენი დოლარიც არ უნდა გამოიტანონ, თუკი არ იქნება განწყობა და ნდობა იმის, რომ ეს არის დროებითი და არ არის გრძელვადიანი რყევა და ერთი მიმართულებით მცურავი კურსი, ამ შემთხვევაში ბიზნესი სწორად რეაგირებს“.
„დიოს“ დირექტორის თქმითვე, შექმნილი ვითარება ძალიან დიდი თავსატეხია ბიზნესისთვის, რადგან მათ უწევთ ფასების გადახედვა, – „საქართველოს ეკონომიკის 75% არის იმპორტ დამოკიდებული ბიზნესი და ეკონომიკა. შესაბამისად ყველა ბიზნესი, ვინც არის დაკავშირებული უცხოეთიდან პროდუქციის შემოტანასთან, შემდეგ მის წარმოებასა და გაყიდვასთან, დგას ამ დილემის წინაშე რომ როგორ გადაიანგარიშოს ფასები, რომ არ გადაიქცეს ბიზნესი წამგებიანად“.
ცნობისთვის, 24 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 2.56 თეთრით გაუფასურდა. შედეგად ერთი დოლარის ღირებულება 3.2897 ლარი გახდა, რაც უკანასკნელი თვეების პიკურ გაუფასურებას წარმოადგენს.
ჯამურად, მიმდინარე თვეში ლარი დოლართან მიმართებით 6.6%-ით გაუფასურდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა