მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახლა ყველა ბერკეტი უნდა იქნას ჩართული" - ბუცხრიკიძე იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე

5ed766ba27ce7
ვიქტორია მღებრიშვილი
03.06.20 16:00
1388
"ახლა ყველა ბერკეტი უნდა იქნას ჩართული", - ამის შესახებ ჟურნალისტებს "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ მთავრობის მიერ ინიცირებული დეველოპერების მხარდაჭერის პაკეტის შეფასებისას, რაც იპოთეკური სესხების სუბსიდირებას გულისხმობს.

მისი თქმით, მაისში იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნა გაზრდილია და ამ ინიციატივით ივნის-ივლისში ეს მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.

"თუ შევადარებთ აპრილისა და მაისის თვეს, მაისი იყო საკმაოდ აქტიური - "თიბისი ბანკის" მაგალითზე იპოთეკების სესხების გაცემები გვქონდა დაახლოებით 90 მლნ-ზე მეტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ივნისი-ივლისი გაცილებით უფრო აქტიური იქნება.

ეს ინიციატივა, კიდევ უფრო დიდ მოთხოვნას გააჩენს იპოთეკურ სესხებზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს იქნება ლარების იპოთეკებზე, რაც ირიბად საშუალო ვადაში ქვეყანაში ლარიზაციას ხელს შეუწყობს. ჩვენი მოსახლეობის ძირითადი შემოსავლები არის ლარში და სისტემურად რისკების შემცირებას შეუწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, ერთის მხრივ იპოთეკების გაზრდა მოხდება, მეორეს მხრივ, დეველოპერული სექტორის გაჯანსაღება", - განმარტა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

აქვე, "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა უპასუხა BM.GE-ს კითხვას, უმჯობესი ხომ არ იქნებოდა იპოთეკური სესხის აღების კუთხით, გასულ წელს, ეროვნული ბანკის მიერ ჭარბვალიანობის შესამცირებლად ამოქმედებული რეგულაციები კიდევ შერბილებულიყო. 

"გამომდინარე იქიდან, რა გამოწვევები გააჩნია ეკონომიკას 2020 წელს, ჩვენი მოლოდინი არის რომ ეკონომიკა დაახლოებით 4-დან 5%-ის ფარგლებში შემცირდება. ამ შემთხვევაში ჭარბვალიანობაზე არ გვექნება საუბარი. ახლა ყველა ბერკეტი უნდა იქნას ჩართული, რომ ეკონომიკა გამოვიდეს იმ გამოწვევებიდან, რაც არსებობს და შესაბამისად, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს იმას, რომ ისეთი კლება არ იყოს 2020 წელს, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო", - აღნიშნა მან.