მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახლა ყველაზე მარტივია არჩევანის გაკეთება: დასავლეთი თუ რუსეთი" - გიორგი ონიანი

6287ef684cd9b
ალა ისპირიანი
21.05.22 10:00
942
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი გადაცემა „ანალიტიკაში“ განმარტავს, რატომ გვჭირდება "ნატოს" წევრობა და დასავლეთის ნაწილად გახდომა.

„ეს ის გზაა, რომელიც უკეთეს ცხოვრებამდე მიგვიყვანს და იქამდე, რომ ადამიანებს უფრო მეტი განკარგვადი შემოსავალი ჰქონდეთ. უკეთესი სერვისები, სახელმწიფო, ინსტიტუტები და სასამართლო რომ გვქონდეს. ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია. ეს მარტივად მიღწევადია განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ პატარა ეკონომიკით. ამ ყველაფრისთვის ნება და მუშაობაა საჭირო.

ახლა ყველაზე მარტივია არჩევანის გაკეთება: დასავლეთი თუ რუსეთი. რუსეთი არის ერთმნიშვნელოვანი ბოროტება, რომელიც ახლა, ამ წუთშიც უდანაშაულო სიცოცხლეებს უკრაინაში კლავს. მეორე მხარეს არის დასავლეთი, რომელმაც უპრეცედენტო ერთიანობა და სიძლიერე აჩვენა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში და დადეს პირობა, რომ არ დავუშვებთ პუტინმა მოიგოს ეს ომიო.

კითხვაც არ უნდა დაისვას, რომ ვინმე განიხილავს ან შეიძლება განიხილავდეს, რომ ჩვენი არჩევანი დასავლეთი და ევროპა არ იყოს. ამბობენ ხელისუფლების წარმომადგენლები ამას [დასავლეთისკენ სწრაფვა] საქმით და ფაქტებით ვამტკიცებთო, მაგრამ ნიკა გვარამიას დაპატიმრება პოლიტიკური დევნაა. იმ დროს როდესაც ჩვენ ოფიციალურ პასუხს ველოდებით ევროკავშირისგან, ეს ქმედება ახლა მინიმუმ შენივე ფეხში ნაჯახის ჩარტყმაა და ესაა მიზანმიმართული ნაბიჯი, რომ ქვეყანა დასავლეთს და ევროპას არ დაუახლოვდეს", - განაცხადა გიორგი ონიანმა.