მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახლაც მიმაჩნია, რომ გახარია კოვიდ-სიტუაციას ძალიან კარგად მართავდა" - ცერცვაძე

60d0878504fe0
ინგა მურუსიძე
21.06.21 16:53
2412
მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ გახარია კოვიდ-სიტუაციას მართავდა ძალიან კარგად, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან უპასუხა „გირჩის“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის კრიტიკას, რომ ნაცვლად საქმისა, დარტანიანზე და მსგავს საკითხებზე საუბრობდნენ.

„რაც შეეხება დარტანიანს, მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ [გიორგი]გახარია კოვიდ-სიტუაციას მართავდა ძალიან კარგად. ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, ეს არის მთელი მსოფლიოს აზრი და მათ შორის ბატონი ჰანს კრუგეს[ჯანმოს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორი] აზრი, რომელიც დეტალურად ჩაწვდა ყველაფერს. მან თქვა, მართლაც რომ „ბრავო - კარგად მუშაობენ“ და ასეც უნდა გააგრძელონ. კოვიდ-კამპანია იმართებოდა კარგად“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ინფორმაციისთვის, გიორგი გახარია პანდემიის დასაწყისიდან ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო.