მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახლახანს ერთი მოადგილის შტატი გავაუქმეთ"... ფინანსთა მინისტრი დეპუტატს პასუხობს

620e580094dbc
მარიამ ვარადაშვილი
17.02.22 18:39
581
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროში 2021 წელს ჯამური სახელფასო ფონდი შემცირდა. ასე უპასუხა “მინისტრის საათის” ფორმატში მყოფმა ხუციშვილმა პარლამენტის წევრს არმაზ ახვლედიანს, რომელმაც მინისტრს ჰკითხა, ბევრი ხომ არ არის 6 მოადგილე სამინისტროსთვის და რას გეგმავს ამ მიმართულებით.

“ფინანსთა სამინისტრო ალბათ ერთ-ერთი ის სტრუქტურაა, რომელსაც 2021 წლიდან არა თუ გაზრდილი აქვს ჯამურად სახელფასო ფონდი, არამედ პირიქით შემცირებული. სხვათა შორის სულ ახლახანს ერთი მოადგილის შტატი გავაუქმეთ ფინანსთა სამინისტროში. ამ კრიტიკას ბუნებრივია, ვერ მივიღებთ”,-აცხადებს ხუციშვილი.