მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აზარტული თამაშების სექტორის შემოსავალი 85%-ით არის შემცირებული"

5f23df803a063
შოთა ტყეშელაშვილი
31.07.20 13:44
1072
საქართველოს აზარტული თამაშების სექტორის ბრუნვა 85%-90%-ით არის შემცირებული - ამის შესახებ განცხადება დღეს "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გააკეთა.

"საქსტატის" დირექტორმა ივნისის ეკონომიკური ვარდნის შესახებ გამართა ბრიფინგი. გასული თვის განმავლობაში ეკონომიკური ვარდნა 7.7% იყო, ხოლო წლის მეორე კვარტალში ეკონომიკის შემცირება ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი იყო და 12.6%-ს შეადგენდა.

“კლების ტენდენცია შეინიშნებოდა ხელოვნების გართობის და დასვნების სექტორებში, რაც დაკავშირებული იყო აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირებასთან. დაახლოებით 85%-90%-ით არის შემცირებული მსგავსი ტიპის კომპანიების ბრუნვის მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,”- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

"საქსტატი" სექტორების მიხედვით, მათ შორის აზარტული თამაშების სფეროს მიმართულებით არსებული ვარდნის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას მომდევნო თვეში გამოაქვეყნებს.