22.აპრილი .2021 18:00

"აზოტის საქმე" - ბიზნესმენ რომან ფიფიას განცხადება ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

"აზოტის საქმე" - ბიზნესმენ რომან ფიფიას განცხადება ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
views 2625
უკან

ბიზნესმენი რომან ფიფია ინგლისისა და უელსის უმაღლესი სასამართლოს მიერ 19 აპრილს, "რუსთავის აზოტის" საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც რომან ფიფია მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. BMG სრულად გთავაზობთ ბიზნესმენის განცხადებას:

"ფინანსური წნეხით შეწყვეტილი სასამართლო"

2021 წლის 19 აპრილს, ინგლისის და უელსის უმაღლეს სასამართლოში გაიმართა სასამართლო პროცესი რომან ფიფია ("ბ-ნი ფიფია", მოსარჩელე) BGEO Group Limited-ის (ყოფილი BGEO GROUP PLC) ("BGEO", მოპასუხე) წინააღმდეგ.

მოპასუხემ გამოიყენა ფინანსური ზეწოლის ტაქტიკა და მოსარჩელისგან მოითხოვა იურიდიული ხარჯების ანაზღაურებისათვის, ყოველ ზღვარს გადასული და გაუმართლებლად მაღალი დამატებითი უზრუნველყოფის გადახდა. ეს მოთხოვნა ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზანს, რომ სასამართლოში არ შემდგარიყო საქმის შინაარსობრივი განხილვა. სამწუხაროდ, სასამართლომ დააკისრა მოსარჩელეს დამატებითი უზრუნველყოფის თანხის გადახდა და მოსარჩელემ, მიცემულ მოკლე ვადაში ვერ უზრუნველყო ამ ბრძანების შესრულება და სარჩელი არსებითი განხილვის გარეშე იქნა უარყოფილი. სასამართლოს არ უმსჯელია ბ-ნი ფიფიას მიერ BGEO წინააღმდეგ წაყენებულ არცერთ ბრალდებაზე და საქმის წარმოება შეწყვიტა მხოლოდ დამატებითი უზრუნველყოფის არგადახდის გამო.

ბ-ნი ფიფია არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და აპირებს მის გაასაჩივრებას. ბ-ნი ფიფია მიიჩნევს, რომ დავა არ დასრულებულა და ის მიმართავს კანონით მისთვის მინიჭებულ ყველა საშუალებას, რათა გააგრძელოს თავისი უფლებების დაცვა.

ბ-ი ფიფია თვლის, რომ შპს „რუსთავი აზოტთან" მიმართებაში BGEO-ს გარკვეულმა ქმედებებმა მას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ბატონი ფიფიას მიერ მოთხოვნილი თანხა მინიმუმ 393 მილიონი აშშ დოლარია,"- ნათქვამია ბიზნესმენ რომან ფიფიას განცხადებაში.