მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბადაგი": „არის დღეები, როდესაც წარმოებას სრულად ვაჩერებთ“

60bcb25b6b8db
თათია კაკიაშვილი
06.06.21 23:30
1041
„ალბათ, მხოლოდ იმაში გაგვიმართლა, რომ პანდემიის დროს არ დავიხურეთ. წარმოებაზე, გაყიდვებზე და შემოსავლებზე პანდემიამ თავისი დიდი კვალი დაგვამჩნია“ , - ამის შესახებ BMG-ისთან „ბადაგის“ დირექტორმა ინგა ყაჯრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიამდე კომპანია „ბადაგში“ დღეში 6000 ცალ ჩირს აწარმოებდა, ეს რიცხვი დღეისათვის 1000-ს ძლივს აღწევს.

„ხანდახან არის დღეები, როდესაც წარმოებას საერთოდ ვაჩერებთ“,
- დასძინა ყაჯრიშვილმა.

საგულისხმოა, რომ „ბადაგში“ ქარხნის მშენებლობა ISO სტანდარტებით დაიწყო, საწარმოს აშენების შემდეგ, კომპანია პროდუქტების ექსპორტს გეგმავდა, თუმცა პანდემიამ ეს გეგმები შეცვალა.

„საწარმოს მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია, უბრალოდ ვერ ავამუშავეთ, რადგან მოთხოვნა პროდუქციაზე აღარ არის. ამ ყველაფერში დიდი წვლილი ტურისტების ნაკლებობას მიუძღვის. „ბადაგის“ პროდუქტები ასევე უცხოეთში ხშირად მიჰქონდათ ქართველ ოჯახებს, როცა სხვა ქვეყნებში სტუმრად მიდიოდნენ. ჩვენთვის ეს მიმართულებაც პრაქტიკულად დაიხურა“ , - განაცხადა ინგა ყაჯრიშვილმა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ დღეს „ბადაგი“ რამდენიმე ქსელურ მაღაზიაშია წარმოდგენილი, ამ მხრივ, მოთხოვნის ნაკლებობის გამო, კომპანიაში სამომავლო გეგმები ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის.