მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"BAG ინდექსის ბიზნესკლიმატის ინდექსი ისტორიულად ყველაზე მაღალ ნიშნულზეა"- სოსო ფხაკაძე

633d6fc511d2e
BM.GE
05.10.22 15:45
948
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ პრმიერ-მინისტრთან შეხვედრის ფარგლებში BAG ინდექსის პრეზენტაცია გამართა, სადაც ასოციაციის პრეზიდენტმა მესამე კვარტლის კვლევის შედეგები პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს გააცნო.

აღსანიშნავია, რომ კვლევის თანახმად, ბიზნესკლიმატის მაჩვენებელმა 43.2 ქულა შეადგინა, რაც 2019 წლიდან ისტორიულად ყველაზე მაღალი ნიშნულია.

No description available.

ასოციაციის პრეზიდენტმა ყურადღება ასევე გაამახვილა მრეწველობის სექტორში შეცვლილ მდგომარეობაზე, კერძოდ, გასულ კვარტალთან შედარებით, მნიშვნელოვნად, 32.5 ქულით გაუმჯობესებულია მრეწველობის სექტორში ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასების მაჩვენებელი, რაც ცხადია, მიუთითებს სექტორის ადაპტაციაზე ახალ გარემო ფაქტორებთან, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად შეიქმნა.

საუბარი ასევე შეეხო ვაჭრობის სექტორს, სადაც ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა ყველაზე დადებითად შეფასდა. აღნიშნულს შესაძლოა, განაპირობებდეს მესამე კვარტალში გაზრდილი გაყიდვები, რაც სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 68.3%-მა დააფიქსირა.

რაც შეეხება ბიზნესის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს, 2022 წლის მესამე კვარტალში შეფასებები ყველა სექტორში დადებითია, ხოლო ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი მომსახურების სექტორში ფიქსირდება.

No description available.
„აღსანიშნავია, რომ BAG ინდექსის ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი ისტორიულად ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, რაც მეტად სასიხარულოა და უმეტესად განპირობებულია მესამე კვარტალში, ბიზნესში გაუმჯობესებული მიმდინარე მდგომარეობით. იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული დინამიკა შენარჩუნდება და კიდევ მეტად გაუმჯობესდება“ - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
შეგახსენებთ, რომ კვლევის ფარგლებში, გამოკითხული კომპანიები ერთიანდება ოთხ სექტორში: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს. შესაბამისად, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.