მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბაკურიანში პრობლემებს ქმნის გაუმართავი კომუნალური სისტემები" - სპორტული სკოლა "ელანი"

61d9411b2b710
თათია კაკიაშვილი
09.01.22 09:30
932
„დაბა ბაკურიანში ეტაპოვრივად პრობლემებს ქმნის გაუმართავი კომუნალური სისტემები, იქნება ეს წყალი, კანალიზაცია თუ ინტერნეტ-ქსელები. ასევე, დამსვენებლებს აფერხებს საცობები, რომელიც ბაკურიანის ყველა ქუჩაზე მოუწესრიგებელი სატრანსპორტო მოძრაობის გამო იქმნება - ერთი საათი უნდა მანქანით 100-200 მეტრის გავლას“, - ამის შესახებ BM.GE-ის ბაკურიანის სპორტული სკოლა „ელანის“ დირექტორმა თეიმურაზ ლოლაძემ განუცხადა.

ლოლაძის თქმით, წელს ბაკურიანში მძიმე მდგომარეობაა: სასრიალო ტრასები არ მუშაობს, მიზეზი - ნაკლები თოვლია.

„სულ 20 სმ-მდე თოვლი მოვიდა. ამჟამად საბაგირო ერთადერთ ადგილას მუშაობს და ბავშვები ყველას იქ მიგვყავს - წარმოიდგინეთ, რამხელა რიგებია! ორი წელია, კორონავირუსის გამო წესიერად ვერავინ ვმუშაობდით, მაგრამ წელს საბედნიეროდ ამ მხრივ მდგომარეობა გამოსწორდა: მართალია, ჯერჯერობით სპორტულ სკოლა „ელანში“ დამსვენებელი ბავშვების რაოდენობით ვერ დავიკვეხნით, მაგრამ ორწლიანი პაუზის შემდეგ, ესეც საქმეა! რაც შეეხებათ დამსვენებლებს, წელს საახალწლოდ ბაკურიანს უცხოელზე მეტი ქართველი სტუმარი ჰყავს, თუმცა მაინც ვერ ვიტყვით, რომ კურორტის დატვირთულობის მიხედვით, პანდემიამდელ მდგომარეობას დავუბრუნდით“, - განაცხადა თეიმურაზ ლოლაძემ.

ცნობისთვის, ბაკურიანის სპორტული სკოლა „ელანი“ დაბაში მოსწავლეების 12-დღიან შეკრებებს აორგანიზებს, რაც სკოლის ასაკის ბავშვების სასტუმროში განთავსებას, სამჯერად კვებას, სპორტულ დატვირთვას, თბილისიდან ბაკურიანამდე და უკუმიმართულებით ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.