18.იანვარი .2021 20:44

"ბალავარი": 2020 წელს გაყიდვების 10%-მდე კლება გვქონდა

"ბალავარი": 2020 წელს გაყიდვების 10%-მდე კლება გვქონდა
views 327
უკან

“ეროვნული ვალუტა გაურკვეველი მიმართულებით მიდის”, - ამის შესახებ “საქმიან დილაში” “ბალავარი ჰოლდინგის” გენერალურმა დირექტორმა გეგა ტოფაძემ აღნიშნა. მისი განმარტებით, ლარის კურსის არასტაბილურობა სამშენებლო და დეველოპერულ სექტორს განვითარებაში ხელს უშლის.

“ჩვენი პროდუქციის 90%-ი იმპორტირებულია, რაც ჩვენთვის დარტყმაა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ვცდილობთ, ფასები შევინარჩუნოთ, რადგან მომხმარებელი ფასის ცვლილების მიმართ სენსიტიურია”. - აღნიშნა ტოფაძემ.

მისივე თქმით, გასული წლის გაზაფხული, ანუ პირველი ლოქდაუნის პერიოდი, კომპანიისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა.
 
"2020 წელს მარტ-აპრილში ბალავარის გაყიდვები ნულს გაუტოლდა, რადგან ლოქდაუნმა ჩვენი ყველა პროექტი გააჩერა. ამ სიტუაციის გამოცდილება არ გვქონდა. თუმცა, მიმდინარე პროექტების დასრულება და ადამიანური რესურსის შენარჩუნება სექტორმა შეძლო. საერთო ჯამში, 2020 წელს კომპანიას გაყიდვების 10%-მდე კლება აქვს". - აღნიშნა ტოფაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა