მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბალავარი": სუბსიდირებული იპოთეკური სესხების გაცემას ბანკები 6 ივლისიდან დაიწყებენ

5efdebdae98e5
თათია ჩაფიჩაძე
02.07.20 18:12
1596
სამშენებლო კომპანია „ბალავარის“ გენერალური დირექტორის გეგა ტოფაძის ინფორმაციით, სუბსიდირებული იპოთეკური სესხების გაცემას ბანკები 6 ივლისიდან დაიწყებენ. როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში ტოფაძემ აღნიშნა, მოსახლეობის აქტიურობა მთავრობის მიერ დაანონსებული პროგრამის ხარჯზე გაზრდილია.

„სულმოუთმენლად ველოდებით ამ პროგრამის ექსპლუატაციაში ჩაშვებას. როგორც ბანკებიდან გვაქვს ინფორმაცია, ორშაბათიდან სატესტო რეჟიმში დაიწყება სუბსიდირების ნაწილი, მათ უკვე აქვთ აპლიკაცია მიღებული და 6 ივლისიდან დაიწყებენ. ამ ეტაპზე გაყიდვებს თუ შევხედვთ ჯერ გაჩერებულია, ყველა ელოდება პროგრამის ამოქმედებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ აქტივობა გაზრდილია. იმ მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც უზრნველყოფილია ბინით და არც ფიქრობდა ბინის შეძენს, დღეს ისინიც კი ფიქრობდენ სუბსიდიის გამოყენებას.

მოკლევადიან პერიოდში ეს ხელოვნური სტიმული რომ ამოგვასუნთქებს ფაქტია, თუმცა, რა იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში და როგორ შეიცვლება ვითარება 2021 წლისთვის, ამის თქმა დღეს რთულია",- განაცხადა ტოფაძემ.