მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბალის" ანგარიშები უქმდება - რა უნდა იცოდნენ აბონენტებმა?

61dc62925d7ed
თამთა ჯიჯავაძე
10.01.22 20:41
6554
“ბალის“ ანგარიშები უქმდება. შესაბამისი ინფორმაცია აბონენტებს უკვე დაეგზავნათ. ასევე, მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაციას „მაგთიკომი“ ოფიციალურ ვებგვერდზეც ავრცელებს.

როგორც ირკვევა, 10 თებერვლიდან „ბალის“ ბრენდს შემდეგი ცვლილებები შეეხება: გაუქმდება "ბალის" ყველა ანგარიში (01, 02, 04, 06, 07, 09, 99) და იმოქმედებს ერთი, გაერთიანებული ანგარიში; "ბალის" მომხმარებლები ისარგებლებენ მათ მიერ არჩეული სატარიფო გეგმით ან სტანდარტული ტარიფით; ასევე, მომხმარებლების ანგარიშებზე არსებული ერთეულები (მათ შორის, კლუბის ერთეულებიც) შენარჩუნდება 2022 წლის 10 თებერვლიდან 30 დღის განმავლობაში.

ამასთან, გაჩნდება ახალი სახელი - ტარიფი „ბალი“. ხოლო განახლებული ტარიფები იქნება შემდეგნაირი:

• 5 თეთრი წუთი - "მაგთიკომის" მობილურ ქსელზე;
• 12 თეთრი წუთი - "სილქნეტი/ჯეოსელის", "ბილაინისა" და საქართველოს ფიქსირებულ ქსელებზე (გარდა ნომრებისა, რომლებიც იწყება კოდით: +99544);
• ზარის წამოწყება - 12 თეთრი;
• საქართველოს სხვა მობილური ქსელები - 24 თეთრი;
• მობილური ინტერნეტი 1 მბ - 1 თეთრი;
• SMS/MMS - 1 თეთრი.
• ტარიფით 30-დღიანი სარგებლობა - 1 ლარი

„მაგთიკომის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უქმდება ტარიფი „უიაფესიც“.

გარდა ამისა, დღეიდან, „ბალის“ ბრენდზე ახალი მომხმარებლების ჩართვა შეჩერებულია.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია „მაგთიკომი“ ტარიფებს ცვლის. კერძოდ, 10 თებერვლიდან მინიმალური ულიმიტო პაკეტის შეძენა 25-ის ნაცვლად, 30 ლარად იქნება შესაძლებელი. Bm.ge დაუკავშირდა კომპანიას კითხვებით, თუ რამ გამოიწვია ტარიფების ზრდა და რომელ კონკრეტულ მომსახურებას ეხება ეს ცვლილება, გარდა ულიმიტო სასაუბრო დროისა. ვრცლად იხილეთ აქ.