21.თებერვალი .2020 13:33

"ბანკებმა სულ უნდა იფიქრონ და ჩვენც ასე ვიქცევით - დავრჩეთ აქტუალური კლიენტის ყოველდღიურობაში"

views 279
უკან

ბანკებმა სულ იმაზე უნდა იფიქრონ და ჩვენც ასე ვიქცევით, რომ დავრჩეთ აქტუალური კლიენტის ყოველდღიურობაში, - ამის შესახებ თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა გადაცემა „საქმის კურსის“ რუბრიკაში #BMGDRIVE განაცხადა.

ქურდიანი მიიჩნევს, რომ ბანკებმა უნდა იფიქრონ მუდმივად, როგორ შექმნან ის ფასეულობა, რომელიც კლიენტს ახარებს და უმარტივებს ცხოვრებას.

„ყველაზე მთავარი, რაც ადამიანს სჭირდება, არის უშუალოდ საჭიროების დადგომის მომენტში შეთავაზებული პროდუქტი გამოიყენოს. დილით გაღვიძებისას არც ერთი ადამიანი არ ფიქრობს, როდის და რით მოუწევს გადახდა. მე ვფიქრობ, რომ დღეს ლანჩზე ვნახავ ჩემს მეგობარს და მისი ნახვა გამიხარდება, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ ვფიქრობ იმაზე, რომ დღეს გადახდა მომიწევს. ისე ხდება ხოლმე, რომ არც კი აფიქრდება არავის, რომელი ბანკით გადაიხდის. ამ შემთხვევაში, უკვე ვიწყებთ ფიქრს იმაზე, რომ შეიძლება ხვალ გადახდაში დამეხმაროს მაგალითად facebook.

Apple-მა უკვე გამოუშვა თავისი ბარათი, რომლის უკან დგას ბანკი და თუ ადამიანს Apple უყვარს, ალბათ მის ბარათს გამოიყენებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ წინ წავლენ ის კომპანიები, რომლებიც ადამიანებს უყვართ და რომელთანაც ხშირი შეხება აქვთ. ბანკებმა სულ იმაზე უნდა იფიქრონ და ჩვენც ზუსტად ასე ვიქცევით, რომ დავრჩეთ აქტუალური კლიენტის ყოველდღიურობაში. უნდა იფიქრონ მუდმივად, როგორ შექმნან ის ფასეულობა, რომელიც კლიენტს ახარებს და უმარტივებს ცხოვრებას“, - განაცხადა ქურდიანმა.

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ფიქრობს, რომ თუკი ბანკებმა ამაზე არ იფიქრეს, საბანკო ყოველთვის დარჩება როგორც გამტარი ფულადი ნაკადების, მაგრამ კლიენტის „ფრონტინგს“ ვეღარ გააკეთებს, რადგან იქ არ იქნება კონკურენტული.

„ბანკის ფილიალებში მომხმარებლის მიყვანა სულ უფრო რთული ამბავია, რატომ უნდა მივიდე ფილიალში? ბოლოს ფილიალში როდის ვიყავი საბანკო მომსახურეობის მისაღებად, აღარ მახსოვს. ჩვენთან, „თიბისი ბანკში“ 95%-ზე მეტია ტრანზაქციების ჯამურ რაოდენობასთან შეფარდება, რომელიც ფილიალში მიუსვლელად ხორციელდება. ხალხი თითქმის 100% ყოველდღიურად ბანკში აღარ მოდის. მაგალითად ცოტა ხნის წინ გავუშვით Apple pay, რაც ძალიან პოპულარულია და ჩვენ საქმეში უდიდესი ადგილი დაიკავა.

ჩემი სფეისის ბარათი ჩაყენებული მაქვს Apple watch-ში და მაღაზიაში ვადებ საათს და პირდაპირ ვიხდი. 10 კი არა 3 წლის წინაც კი შეუძლებელი იყო იმაზე ფიქრი, რომ ეს შესაძლებელი გახდებოდა. „თიბისის“ ბრენდის სტრატეგია ძალიან დიდხანს ბაზირებდა ყოველთვის იმაზე, რომ ბრენდი უნდა იყოს საყვარელი კლიენტისთვის. სულ მეკითხებიან, რად გინდათ ჰუდები, რატომ დავდექით გუდაურში და ა.შ. ამის ახსნა სულ არის ის, რომ გვინდა ისეთივე რაღაცაში ვიყოთ, რაც ადამიანებს ეხალისებათ, უყვართ. ანუ, მარტო პროდუქტის კომუნიკაცია საკმარისი არ არის, თუმცა მეორე მხრივ, თუკი ისეთ პროდუქტს გააკეთებ, რაც ადამიანს ცხოვრებას გაუმარტივებს, მაშინ მარტო ამისთვის შეუყვარდები ადამიანს. ბრენდის სტრატეგია ძალიან ახლოს მოდის ბანკის მისიასთან და ჩვენთან ეს ყველაფერი არის გადაჯაჭვული“, - განაცხადა ქურდიანმა.

გადაცემა სრულად: