მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბარაქა" უხვი მოსავლისთვის ®

624c08f1f01d2
BM.GE
05.04.22 13:29
1446
გაიცანით "ბარაქა" - აგროკომპანია, რომელიც ფერმერებისთვის აგროსერვისების სრულ სპექტრს ქმნის!

თუ "ბარაქას" ჯერ კიდევ არ იცნობთ, ახლა სწორედ ის დროა, მასზე ყველაფერი შეიტყოთ.

აგროკომპანია "ბარაქა" უკვე ერთ წელზე მეტია საკუთარი მომხმარებლის უხვმოსავლიან და პროდუქტიულ ნიადაგსა და მოსავალზე ზრუნავს. დღეს ათასობით ფერმერი ირჩევს "ბარაქას" და ენდობა მის ახალგაზრდა პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდს.

"ბარაქას" გუნდის წევრები თავდაუზოგავად შრომობენ სასოფლო-სამეურნეო სფეროს განითარებისთვის. კომპანია ფერმერებს აგროსერვისების სრულ სპექტრს სთავაზობს და მათი მოსავლის ბარაქიანობაზე დათესვიდან მოსავლის აღებამდე ზრუნავს.



"ბარაქას" სერვისებით უკვე არაერთი მსხვილი, საშუალო თუ მცირე ფერმერი სარგებლობს. კომპანია საკუთარ მომხმარებელს უწყვეტ ზრუნვასა და მუდმივ უკუკავშირს სთავაზობს. აგრომაღაზია ბარაქა უმაღლესი ხარისხის სასუქებით, სათესლე მასალითა და მცენარეთა დაცვის საშუალებებით მათ უხვმოსავლიანობას უზრუნველყოფს.

"ბარაქა" გთავაზობთ დამატებით სერვისებს, როგორებიცაა ნიადაგისა და ფოთლის ანალიზი ევროპაში, ასევე საირიგაციო სისტემების პროექტირება და მონტაჟი.


"ბარაქა" არსებული უპირატესობებით არ კმაყოფილდება და მუდმივად სიახლეების ძიებაშია. მეცნიერული მიდგომებით კომპანია სფეროში ინოვაციების შემოტანას ყოველდღიურად ცდილობს, საცდელი მეურნეობის დახმარებით კი ამ ინოვაციების ეფექტურობასა და უსაფრთხოებაში რწმუნდება.

მოსავლის სიუხვის გარდა, კომპანიის სურვილი ბარაქიანი მომავლის შექმნაა, ამ მიზნით "ბარაქა" აგრონომების ახალი თაობის აღზრდაზეც ზრუნავს. კომპანიამ გახსნა ახალი სასწავლო ცენტრი, სადაც არაერთი ახალგაზრდა აგრონომი ჩამოყალიბდა პროფესიონალად, რომელსაც თქვენს ნებისმიერ კითხვაზე შეუძლია კომპეტენტური პასუხის გაცემა.

დღეს ბარაქას მაღაზიებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში შეხვდებით, ყვარელში, თელავში, ლაგოდეხში, გურჯაანში, მარნეულში, გორსა და ზუგდიდში სადაც წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის აგროპროდუქცია, რომლითაც კომპანიას ევროპული და იაპონური ბრენდები ამარაგებენ. პროდუქციის ეფექტურობაში დარწმუნება არ გჭირდებათ, რადგან თითოეული მათგანი უკვე გამოცდილია ბარაქას საცდელ მეურნეობებზე.

კომპანია დღითი-დღე იზრდება და აფართოებს შესაძლებლობების არეალს. ნოვაციებზე დაყრდნობით ბარაქა ცდილობს, დაეხმაროს ფერმერებს სამომავლო მიზნების მიღწევაში და ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო სფეროს განვითარებას საქართველოში.

თვალი გვადევნეთ, აგროკომპანია "ბარაქა" ბევრ საინტერესო სიახლეს გიმზადებთ.
ვებგვერდი: www.baraka.ge
Facebook: www.facebook.com/Baraka.Georgia/
YOUTUBE: youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A