03.მარტი.2016 11:24
საზოგადოება

"ბახმაროს ზამთრის ტურისტული პოტენციალით გერმანელი ინვესტორები არიან დაინტერესებული"

"ბახმაროს ზამთრის ტურისტული პოტენციალით გერმანელი ინვესტორები არიან დაინტერესებული"
ბახმაროს ზამთრის კურორტად ქცევის დიდი პოტენციალი აქვს,- აღნიშნულის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ განუცხადა. როგორც სალუქვაძე აღნიშნავს, კურორტზე ზამთრის ექსტრემალური სპორტის განვითარებით დაინტერესებულები არიან გერმანელი ინვესტორები, რომლებიც რეგიონს რამოდენიმე ხნის წინ ეწვიენ. როგორც სალუქვაძე განმარტავს, ინვესტორები შემდგომი შესწავლის მიზნით ბახმაროს მომავალშიც ეწვევიან.
 
"მაშინ, როდესაც არც ბაკურიანში და არც გუდაურში თოვლი არაა, ბახმაროში სტაბილურად, ოქტომრიდან აპრილის ჩათვლით, 8 თვის განმავლობაშია თოვლი", - აცხადებს სალუქვაძე.

შეგახსენებთ, რომ ბახმაროს ტურისრული განვითარების მიზნით, სამუშაო ჯფუფი იქმნება. პროექტით გუბერნატორის განცხადებით, გათვალისწინებულია როგორც რეგიონის წყალმომარაგების მოწესრიგება, ასევე გაზიფიცირებისა და ელექტროფიცირების საკითხის მოგვარება და საგზაო ინფრასტრუქტურის გამართვა.

"ჩვენ პატარა რეგიონი ვართ მაგრამ საკმაოდ მომხიბლავი ბუნება გვაქვს, გურია თავისი პოტენციალის შესაბამისად უნდა განვითარდეს. ზაფხულის პერიოდში ბახმარო ისედაც ძალიან დატვირთულია და სეზონზე რამოდენიმე ათასი ადამიანი ჩამოდის. არსებული ინფრასტრუქტურის გამართვა კი მოგვცემს საშუალებას, რომ ის ზამთრის კურორტადაც გადაიქცეს.

2007 წელს ავსტრიალების მიერ დამუშავებული და შესწავლილია ყველა მთა. ასევე ტემეპრატურა და კლიმატი. ექსტრემალური სპორტისთვის მართლა უნიკალური ადგილია და მისი ზამთრის კურორტად ქცევის საკმაოდ დიდი პოტენციალია", - განაცხადა გუბერნატორმა.

მისივე ინფორმაციით, მას რამდენიმე დღის წინ შეხვედრა ჰქონდა, მსოფლიო ბანკის რეგიონულ წარმომადგენელ, მერსი ტემბონთან. სალუქვაძის ინფორმაციით, საუბარი გურიის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს შეეხებოდა.

"ბანკის რეგიონულმა დირექტორმა გურიაში სტუმრობის სურვილი გამოთქვა და შევთანხმდით ურთიერთთანმაშრომლობაზეც. ის მზად არის თავის გუნდთან და შესაბამის უწყებებთან ერთად, დაიწყოს მოლაპარაკება რეგიონული განვითარების პროგრამის განხორციელებისათვის", - განაცხადა სალუქვაძემ.

21.ივნისი.2019 00:15
137

ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში

ვრცლად
21.ივნისი.2019 00:12
171

აშშ-ს საელჩო:მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში

ვრცლად
20.ივნისი.2019 23:55
243

მამუკა ბახტაძე: ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს

ვრცლად
20.ივნისი.2019 22:59
287

გახარია: როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადავდგები

ვრცლად
20.ივნისი.2019 22:53
264

"რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი"

ვრცლად
20.ივნისი.2019 21:49
653

კობახიძე: ეს იყო მაკრომენეჯმენტის ხარვეზი

ვრცლად