02.სექტემბერი .2019 16:27

"ბაზარი დღეს გვახდევინებს ე.წ ნეგატიური მოლოდინის პრემიას"- ბახტაძე ლარის კურსზე

views 302
უკან

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკის" და სხვა ფინანსური ინსტიტუტების პოზიციას ლარის კურსთან დაკავშირებით ეთანხმება. ყოფილი პრემიერის განცხადებით, ლარის კურსი დღევანდელი დღის მდგომარეობით არ უნდა იყოს იმ ნიშნულზე, როგორზეც არის. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ ეროვნული ვალუტის დოლართან მიმართება მოლოდინებით არის განპირობებული.

"ვალუტის კურსი შედგება ორი კომპონენტისგან. პირველი ეს არის ეკონომიკაში მიმდინარე რეალური მოვლენები და მეორე - მოლოდინები. რეალური მოვლენები როგორი გვაქვს ამაზე ციფრები მეტყველებს და ციფრებზე არ ვიკამათოთ. მეორე არის მოლოდინები. ბაზარი დღეს გვახდევინებს ე.წ ნეგატიური მოლოდინის პრემიას. ეს ნიშნავს, რომ მოლოდინები, რომელიც იმ მოვლენების ფონზე შეიქმნა რაც იყო, არის ნეგატიური. ეს არის სამწუხარო. როცა ვსაუბრობ თავსმოხვეულ ნეგატიურ მოვლენებზე ამას ვგულისხმობ. და როცა ნეგატიურ დღის წესრიგს მკაცრად პოლარიზებული გარემო ემატება, მითუმეტეს მცირე ზომის ეკონომიკაში, ყველაფერი ხდება მოწყვლადი. აქედან გამომდინარე იყო, არის და მუდამ იქნება ჩემი განწყობა, რომ ის ვინც პოლარიზაციას ხელს უწყობს, ხელს უწყობს იმას, რომ ქვეყანა მუდმივად ნეგატიური დღის წესიგში ცხოვრობდეს, ის რაც რეალურად ასუსტებს ჩვენი ქვეყნის საფუძვლებს და საძირკვლებს”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა