მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბაზარზე ნედლი რძის დეფიციტია, რძის ნაწარმის ფასები იზრდება" - ასოციაცია

61e84bafe2949
მარიამ იზორია
19.01.22 23:30
4046
რძის ნაწარმის ფასები უკვე რამდენიმე თვეა ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. როგორც ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა მიქაძე bm.ge-სთან აცხადებს, ბაზარზე ნედლი რძის დეფიციტია, შესაბამისად გაძვირებულია ყველიც. მაგალითისთვის, სულგუნის ფასი 25-ს, ხოლო იმერული ყველის ფასი 17 ლარს აღწევს.

მისივე განმარტებით, მომატებულია, როგორც დასალევი, ასევე საყველე რძის საფასური. დასალევი 1 ლიტრი რძე 5 ლარი ღირს, ხოლო საყველე რძეს ქართული ბაზრისთვის უპერცედენტო ფასი აქვს და 1,80 ლარი ღირს.

ყველის მწარმოებელთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სასელექციო ფერმების შექმნა და რძის გარკევული სუბსიდირება ბაზარზე არსებულ სიტუაციას შეამსუბუქებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იაფი ყველის სეგმენტი ქვეყანაში აღარ იარსებებს.

„ქვეყანაში ნედლი რძის მარაგი იკლებს და აღდგენილი რძის მარაგი მატულობს. ამ აღდგენილი რძისგან სულგუნი ყველი ვერ კეთდება, ამის გამო ბაზარზე დეფიციტია. ეს აისახა ფასებზეც. შარშან ამ დროს თუ სულგუნის ღირებულება 14-15 ლარი იყო, ახლა ეს ფასი იმერულ ყველს აქვს. ფასების ამ დონემდე ზრდა ძირითადად ნედლი რძის მარაგების შემცირებით და პანდემიური სიტუაციით არის განპირობებული.

პანდემიამდე ქართული რძის სექტორი თავბრუდამხვევი ტემპით ვითარდებოდა, ხოლო როგორც კი პანდემია ტურიზმს შეეხო, ეს რძის სექტორზეც აისახა. უამრავი საწარმო გაჩერდა. ზოგმა წარმოება შეამცირა, რადგან აღარ იყიდებოდა და წარმოებაც აღარ უღირდათ“, - განმარტავს ანა მიქაძე.