29.სექტემბერი .2022 10:52

"ბაზისბანკი", ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა (R)

"ბაზისბანკი", ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა (R)
views 599
უკან

მიმდინარე წლის 8 თვის შედეგებით, "ბაზისბანკის" ბიზნეს პორტფელი 1.17 მილიარდ ლარს აჭარბებს, ზრდამ 284 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 32%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპით, ქართულ ბანკებს შორის, "ბაზისბანკი" პირველ ადგილს იკავებს, ხოლო მოცულობით უმსხვილესი ბანკების სამეულშია.

"მინდა აღვნიშნო, რომ "ბაზისბანკს' ბიზნესის დაფინანსების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან და შესაბამისად, "ბაზისბანკისთვის" პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ ბიზნესის დაკრედიტების კუთხით ჩვენი ბანკი ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა ბაზარზე.“ - აცხადებს "ბაზისბანკის" კომერციული დირექტირი, გიორგი გაბუნია.

აღსანიშნავია, რომ 8 თვის შედეგებით, ზრდა ასევე დაფიქსირდა შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით: ბანკის მთლიანი აქტივები წლის დასაწყისთან შედარებით 60%-ით გაიზარდა და 3.1 მილიარდი ლარი შეადგინა. 2022 წლის 1 აპრილიდან, "ბაზისბანკის" მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.4%-ით გაიზარდა და 2 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო დეპოზიტების ზრდამ 15.2% შეადგინა. "ბაზისბანკის" ფინანსური მაჩვენებლების ზრდა, ბანკის სწორი პოლიტიკისა და ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის შედეგია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა