13.მარტი .2020 19:09

"ბაზისბანკი" ფიზიკურ პირებს სესხზე 3-თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს

views 267
უკან

ბაზისბანკი ფიზიკურ პირებს სესხზე 3-თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს,- აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას თავად ფინანსური ინსტიტუტი ავრცელებს.

“შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბაზისბანკმა, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის, სოლიდარობისა და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, ფიზიკურ პირებს, რომლებიც სარგებლობენ ბაზისბანკის იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებით შესთავაზოს სამთვიანი საშეღავათო პერიოდი. საშეღავათო პერიოდი ვრცელდება როგორც სესხის ძირზე, ასევე პროცენტზე.

დეტალებთან დაკავშირებით თითოეულ მომხმარებელთან მოხდება კომუნიკაცია და ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდება დისტანციურად, ბანკის ოფისებში ვიზიტის გარეშე.

ასევე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდების მიზნით, ბაზისბანკი მომხმარებელს დისტანციური საბანკო სერვისებით სარგებლობას ურჩევს.

ბაზისბანკის მობაილ და ინტერნეტ ბანკით შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად: ნებისმიერი კომუნალური თუ საკომუნიკაციო გადასახადების გადახდა უფასოდ, საკუთარი ანგარიშების კონტროლი, გადარიცხვები ლარსა თუ უცხოურ ვალუტაში, სესხის აღება მომენტალურად და სხვა. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ http://www.basisbank.ge/ge/remote_services/ 

შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით, პრევენციულ ღონისძიებებში ჩართულობით, რეკომენდაციების გათვალისწინებით და ერთობლივი ძალისხმევით, დარწმუნებულები ვართ, რომ სირთულეებს უახლოეს მომავალში დავძლევთ!”,- ნათქვამია განცხადებაში.