07.ოქტომბერი .2022 10:41

"ბაზისბანკის" ინვესტიციით, გლემპინგ-კომპლექსი - "პორტო გუმათი" გაიხსნა

"ბაზისბანკის" ინვესტიციით, გლემპინგ-კომპლექსი - "პორტო გუმათი" გაიხსნა
views 568
უკან

"ბაზისბანკის" მიერ განხორციელებული ინვესტიციით, რიონის ხეობაში, ქუთაისიდან 7 კილომეტრში, გლემპინგის ახალი სივრცე - "პორტო გუმათი" გაიხსნა. ტურისტული ობიექტი ნახევარ ჰექტარ ტერიტორიაზე, 10 ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ხის კოტეჯს აერთიანებს და დამსვენებელს გარდა განთავსებისა, ნავით და კატერით გასეირნებას, საცხენოსნო ტურებს, ლაშქრობებს, ღვინის დეგუსტაციასა და კვების ობიექტის მომსახურებას, ღია ტერასას და აუზს სთავაზობს.

ბაზისბანკის მხრიდან განხორციელებული ინვესტიციის ჯამურმა ოდენობამ 330,000 ლარი შეადგინა.

პორტო გუმათმა დამსვენებლების მიღება მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყო და მალევე მოიპოვა პოპულარობა როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებში. აღსანიშნავია ისიც, რომ პორტო გუმათი წელიწადის ოთხივე სეზონზე გათვლილი სივრცეა. ტურისტულ ობიექტში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

„ნახევარ ჰექტარზე, 10 ერთმანეთისგან დაშორებული კოტეჯი განვათავსეთ. კოტეჯები, გუმათ ჰესის ტერიტორიაზე, მთის ბორცვზეა გადმოკიდებული და რიონი, ტბის ეფექტს ქმნის. ჩვენი პროექტი ინოვაციურია, რადგან საქართველოში მსგავსი სივრცე, რომელიც წყლის სანაოსნე ტურებს და გლემპინგს აერთიანებს, არ არსებობს. ჩვენი ვიზიტორები გაოცებულნი არიან, რომ ქალაქიდან მხოლოდ 7 კილომეტრში ასეთ სივრცეში ხვდებიან“, - აღნიშნა "პორტო გუმათის" დამფუძნებელმა, მერაბ გოგონაძემ.

„ბაზისბანკს", როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთ უმსხვილეს დამფინანსებელს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. მსგავსი პროექტების დაფინანსება ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან წარმატებული კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარი წინაპირობაა. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ კიდევ ერთი წარმატებული ქართული პროექტის თანამონაწილეები ვართ“, - განაცხადა "ბაზისბანკის" კომერციულმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ.

(NS)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა