მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბაზისბანკმა" BlueOrchard-ისგან 10 მილიონი ევროს ოდენობის რესურსი მოიზიდა

60e42ccf5d094
BM.GE
06.07.21 14:28
814
"ბაზისბანკმა" და მიკროსაფინანსო ფონდმა BlueOrchard, რომელსაც პოზიტიური განვითარების მიმართულებით ინვესტიციების ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი, BlueOrchard Finance Ltd მართავს, 2021 წლის 24 ივნისს გააფორმეს 10 000 000 ევროს მოცულობის საკრედიტო ხელშეკრულება, რათა ერთობლივი ძალებით დააკმაყოფილონ ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო საჭიროებები და გააუმჯობესონ მათი წვდომა საკრედიტო რესურსებზე, რათა მათ, თავის მხრივ, მოახერხონ საკუთარი ბიზნესების გაფართოება და ქართულ ბაზარზე შექმნან ახალი შესაძლებლობები. აღნიშნული მიმართულებით "ბაზისბანკისა" და მიკროსაფინანსო ფონდის BlueOrchard თანამშრომლობას, საფუძველი ჯერ კიდევ 2017 წელს ჩაეყარა.

„ჩვენი თანამშრომლობა ბაზისბანკთან, უკვე რამდენიმე წელს ითვლის და ჩვენ მოხარულები ვართ, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ეს პარტნიორობა, რათა გავზარდოთ საქართველოს მცირე და საშუალო სექტორის წვდომა დაფინანსებაზე, რადგან მისი განვითარება, ქვეყნის ეკონომიკისთვის, საკვანძო მნიშვნელობის მატარებელია“, - აცხადებს BlueOrchard Finance Ltd-ის აღმასრულებელი დირექტორი ნორმუნდს მიზისი.

„ჩვენი პარტნიორის მიერ განხორციელებული ახალი ინვესტიცია საშუალებას გვაძლევს, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის განვითარებას, გავზარდოთ გრძელვადიანი დაფინანსების ხელმისაწვდომობა და მეტი რესურსი გამოვყოთ ჩვენი ბიზნესკლიენტების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ხელსაყრელი პროდუქტების, მომსახურების და ინოვაციური გადაწყვეტების მიწოდებით გზით ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელი წლიდან წლამდე სტაბილურად იზრდება. ჩვენი პარტნიორობა 2017 წელს დაიწყო და უკვე მესამე ერთობლივ პროექტს ვახორციელებთ. მოხარული ვარ, ჩვენს სტაბილურ პარტნიორთან, Blue Orchard-თან თანამშრომლობის გაღრმავებით და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც არაერთ მასშტაბურ პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ.

ცნობისთვის: ბაზისბანკი საქართველოში წარმატებული საქმიანობის 26 წელზე მეტს ითვლის. 2018 წლის შემდეგ ბანკი ქვეყნის 5 საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტს შორისაა და ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი და სწრაფად მზარდი კომერციული ბანკია. ახლადდაარსებულ შვილობილ კომპანიებთან ერთად (BB დაზღვევა და BB ლიზინგი) ბანკი მომხმარებელთა სხვადასხვა სეგმენტს, მსხვილ და საშუალო საწარმოებს, SME-ს და საცალო ბიზნესს სრული სპექტრის ფინანსურ მომსახურებას სთავაზობს.

ბანკის პოზიციას, ლოიალურ მომხმარებელთა მძლავრი ბაზა, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა და მთავარი აქციონერის - ჰუალინგ ჯგუფის მხარდაჭერა ამყარებს. ბაზისბანკი თავის მომხმარებლებს, პარტნიორებს, თანამშრომლებს და დაინტერესებულ მხარეებს რეალურ ეკონომიკურ ღირებულებას და განვითარების პერსპექტივებს უქმნის.

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბაზისბანკს 2 მილიარდი ლარის აქტივები და 309 მილიონი ლარის კაპიტალი აქვს. აქტივების მიხედვით ის მე-5 პოზიციას იკავებს, კაპიტალით - მე-4-ს.

მიკროსაფინანსო ფონდ Blue Orchard-ის შესახებ: მიკროსაფინანსო ფონდი BlueOrchard, წარმოადგენს პირველ და დღესდღეობით, მსოფლიოს უმსხვილეს კერძო და სრულიად კომერციულ მიკროსაფინანსო საინვესტიციო ფონდს. ფონდის მიერ დაფინანსებული მიკროსაფინანსო ინსტიტუტების რაოდენობა, 28 მილიონს აჭარბებს და ისინი გაფანტულნი არიან მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში, სადაც, 2021 წლის მაისიდან, დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებს, აწვდიან საკრედიტო რესურსებს, სადეპოზიტო, სადაზღვევო და სხვა მომიჯნავე პროდუქტებს.
(R)