მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბეკოს" ხელმძღვანელი: საბანკო რეგულაციების გამო, ტექნიკის მაღაზიები ბაზარს ტოვებენ

5dd9384568b23
დავით ჯალაღონია
23.11.19 18:30
1884
ტექნიკის მაღაზიათა ქსელის "ბეკოს" ხელმძღვანელის მეჰმედ მელექის აზრით, საბანკო რეგულაციები უნდა შერბილდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბაზარს მოთამაშეების ნაწილი დატოვებს. ამის შესახებ მან გადაცემაში "ანალიტიკა" საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ვისაც დაბალი ხელფასი აქვს, 1000 და 1500 ლარიანი ტელევიზორის ყიდვა არ შეუძლია, ამიტომ ხელფასის მესამედით, ან 40%–ით შეიძლება იყიდონ პროდუქცია, რაც ტექნიკის მაღაზიათა ქსელის შემოსავლებზე უარყოფითად აისახება.

"ვისაც ექსკლუზიური ბრენდები არ ექნება, ისინი ბაზრიდან ნელ–ნელა გავლენ და გავიდნენ კიდევაც. ერთი–ორმა ფირმამ გაკოტრების რეჟიმი გამოაცხადა და ძალიან მოკლე პერიოდში, ასევე ორი ფირმა გავა ბაზრიდან.

ყველაზე ძალიან სამშენებლო და საყოფაცხოვრებო სექტორს გაუჭირდა ამ რეგულაციების გამო და ვფიქრობ, მათი კიდევ შერბილებაა საჭირო. გარდა ამისა, წლის პირველ ნახევართან შედარებით, მეორე ნახევარში, რეგულაციების მცირედი შერბილების შემდეგ, ზრდა გვაქვს, თუმცა შარშანდელთან შედარებით მაინც კლებაა", – განაცხადა მან და აქვე დასძინა, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში, მას შემდეგ, რაც საბანკო რეგულაციები მცირედ შერბილდა, "ბიზნესმა ოდნავ ამოისუნთქა".

"მე ვფიქრობ, სახელმწიფოს მხრიდანაც უნდა იყოს ცოტა ხელშეწყობა, ასევე ბანკების და ბიზნესის მხრიდან. ჩვენ ფასები მისაღები გვაქვს, დიდი არჩევანი გვაქვს, ფასებს არ ვზრდით, ამიტომ ბანკებმა კიდევ უნდა შეარბილონ ეს რეგულაციები", – აღნიშნა მან.