19.თებერვალი .2020 22:00

"ბელარუსული მხარე ვალდებულია გაზარდოს საქართველოსთან საქონელბრუნვა" - ვლადიმერ დვორნიკი

views 410
უკან

„ჩემი აზრით, ეკონომიკური ურთიერთობების ის პოტენციალი, რომელიც გვაქვს, ამოწურული არ არის - მათი განვითარების კუთხით უზარმაზარი პოტენციალი არსებობს, - ამის შესახებ ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ დვორნიკმა მინსკში, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სასურველია და ბელარუსული მხარე ვალდებულია გაზარდოს საქართველოსთან საქონელბრუნვა.

„ვფიქრობ, ის, რაც ახლა გვაქვს, სამუშაოს მხოლოდ დასაწყისია. ვიმედოვნებ, შემდეგ წელს უკეთესი ბალანსი გვექნება საქართველოსთან ყველა მიმართულებით“, - აღნიშნა ვლადიმერ დვორნიკმა.

მისივე თქმით, ბელარუსული მხარე ასევე უზარმაზარ პოტენციალს ხედავს საქართველოს ტერიტორიაზე რძის პროდუქციის არამარტო რეალიზაციის, არამედ წარმოების თვალსაზრისით.

მინსკში, ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობს, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა. კომისიაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველო-ბელარუსს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება და სამომავლო აქტივიზაცია, ასევე თანამშრომლობა ტურიზმის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, მრეწველობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, რეგიონათაშორისო თანამშრომლობის სფეროებში და სხვა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა