მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბევრი უცხოური კომპანია, რომლებიც რუსეთში ოპერირებდა, ეძებს ქვეყნებს, სადაც ბიზნესს გადაიტანს"- ევა ბოჭორიშვილი

62309fe50a6db
სალომე ჭიპაშვილი
19.03.22 16:10
1659
„ინვესტიციები 2021 წელს ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 6 პროცენტი იყო, 2020 წელს კი ამის ნახევარი. თუმცა, რუსეთის ჩაკეტვიდან და სანქციებიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველო ინვესტორებისთვის კვლავ საინტერესო გახდება.“- განაცხადა “საქმიან დილაში” Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, ევა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ბევრი უცხოური ბიზნესი, რომელიც რუსეთში ოპერირებდა, ახლა ეძებს ქვეყნებს, სადაც თავის ბიზნესს გადაიტანს. ამ პირობებში საქართველო თუ კარგად იმუშავებს, ამ მხრივ ქვეყანას დიდი შანსი აქვს.

„ეს დაინტერესება თავად ბიზნესებიდან მოდის. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორებისათვის საინვესტიციო კლიმატის გაცნობა და მათთან მთავრობის კომუნიკაცია. დაინტერესებულ ინვესტორს ყველანაირი პირობა უნდა შევუქმნათ, რათა თავისი ბიზნესის ოპერირება საქართველოში დაიწყოს“ -განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.