17.მარტი .2020 23:51

"ბევრი ზარი შემომდის მაგალითად: რატომ გააჩერეთ ეს?" - გახარია

views 202
უკან

იქ სადაც ზოგიერთი მოქალაქე თვლის, რომ მისი პირადი დისკომფორტი, ან მისი პირადი შეფასებები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დაარღვიოს სოციალური პასუხისმგებლობით დაკისრებული ვალდებულებები, სახელმწიფო უბრალოდ ვალდებულია იმოქმედოს უფრო მკაცრად მისი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, - განაცხა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა საქართველოს პარლამენტს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტს სწრაფი რეაგირებისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ აშკარად დავინახეთ დილით, საბჭოს სხდომაზე, რომ ამ მიმართულებით გასამკაცრებელი იყო მიდგომები. იქ სადაც ჩვენი ზოგიერთი მოქალაქე თვლის, რომ მისი პირადი დისკომფორტი ან მისი პირადი შეფასებები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დაარღვიოს სოციალური პასუხისმგებლობით დაკისრებული ვალდებულებები, სახელმწიფო უბრალოდ ვალდებულია იმოქმედოს უფრო მკაცრად მისი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენი თითოეული სხვა მოქალაქის წინაშე და ჩვენ რა თქმა უნდა ასე მოვიქცევით. ბევრი ზარი შემომდის მაგალითად: რატომ გააჩერეთ ეს? ეს არის მძიმე პროცესი, ეს არის პროცესი სადაც შეიძლება ზოგიერთ ჩვენს მოქალაქეს, კომპანიას, ბიზნესს გაუჩნდეს უსამართლობის შეგრძნება, მაგრამ კრიზისის მართვა ეფექტურად ნიშნავს სწორედ იმას, რომ მთავრობამ და ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა მძიმე ნაბიჯებზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.



როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის და ხელისუფლების ვალდებულებაა ის, რომ აიღოს პასუხისმგებლობა მძიმე ნაბიჯებზე.



„მთავრობის და ხელისუფლების ვალდებულებაა ის, რომ აიღოს პასუხისმგებლობა მძიმე ნაბიჯებზე, რომელიც შეიძლება ზოგიერთებს არ მოეწონოთ. ვიღაცას შეიძლება სხვას შეფასებები ჰქონდეს, მაგრამ ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ გლობალური გამოწვევის წინაშე ყველას პასუხისმგებლობა საერთოა, მაგრამ საბოლოო ჯამში პასუხისმგებლობა მაინც ხელისუფლებისაა და შესაბამისად როგორ მართავს ამ პროცესს. ამ შეფასებებზე პასუხი ხშირ შემთხვევაში მძიმეა, მაგრამ ჩვენ პასუხისმგებლობით უნდა მოვიქცეთ და ეს ნაბიჯები უნდა გადავდგათ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.