მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბევრილი ჯგუფი" განცხადებას ავრცელებს (R)

5f993958e19b9
BM.GE
28.10.20 13:21
1883
კომპანია "ბევრილი ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ცრუ და ცილისმწამებლური კამპანიის პასუხად, რომელიც ახლა უკვე მიმართულია კერძო სექტორის წინააღმდეგაც. 2020 წლის 24 ოქტომბერს, ტელეკომპანია პირველის ეთერში გასული სიუჟეტი, ცილისმწამებლური ინფორმაციის შემცველი იყო და არაფერი ჰქონდა საერთო ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებთან.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ოთხი წარმოშობის ხორბალი დომინირებს, რომელთა შორისაა ადგილობრივი-ქართული, ყაზახეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან შემოსული ხორბალი. საქართველოში წარმოებული ხორბალი სასურსათო მარაგების შესავსებად საკმარისი არ არის, ხოლო კლიმატური პირობების გამო, ყაზახეთში სექტემბრამდე ხორბლის მოყვანა ვერ ხორციელდება, რის გამოც, მისი შემოტანა საქართველოში ნოემბრის თვემდე შეუძლებელია, რაც ქმნის ქვეყნის სასურსათო მარაგების დეფიციტს და აუცილებელი ხდება ბაზრების დივერსიფიცირება.

გასულ წელს ხორბლის იმპორტი განახორციელა 115-მა ეკონომიკურმა აგენტმა. წლების მიხედვით იმპორტიორი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა მზარდია და ბაზარზე არ ფიქსირდება დომინირებული მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტი. ბოლო წლებში კომპანია ,,ბევრილი ჯგუფის’’ მიერ შემცირდა ხორბლის იმპორტის მოცულობა, რასაც მოწმობს კონკურენციის სააგენტოს 2020 წელს გამოქვეყნებული დასკვნაც, რომელიც საჯაროა.

რაც შეეხება პურის ფასს და მასზე რომელიმე ერთი კომპანიის გავლენას, გვსურს ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ კომპანია ,,ბევრილი ჯგუფის’’ მიერ წარმოებული პური საერთო მოთხოვნადი რაოდენობის 0.1%-ს შეადგენს, ამ მონაცემების გამო, ის არ ითვლება პურის მწარმოებელ მსხვილ კომპანიათა რიგში და მისი გავლენა პურის ფასის ცვლილებაზე პრაქტიკულად ნულს უთანაბრდება.

ჩვენ შევახსენებთ მაუწყებლებს სამართლებრივ რეგულაციებს და მოვუწოდებთ, მიაწოდონ საზოგადოებას ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია, რისთვისაც გამოვთქვამთ მზაობას ნებისმიერ საეთერო დროს პირდაპირ ეთერში ფაქტებით დავადასტუროთ მონაცემების სისწორე.

შაბათის ეთერში გასული სიუჟეტის გამო, კომპანია მიმართავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და ფიქრობს სამართლებრივი გზებით საქმიანი რეპუტაციის დაცვას სასამართლოში",- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს კომპანია ,,ბევრილი ჯგუფის’’ იურისტი ლევან გვრიტიშვილი.