მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბევრს კაპიტალის ბაზრის განვითარება მოელვარე ეკრანებიანი ბირჟის განვითარება ჰგონია" - გვენეტაძე

600c8554841bd
BM.GE
24.01.21 00:17
1633
“კაპიტალის ბაზრის განვითარება სამწუხაროდ ძალიან ბევრს მიაჩნია ბირჟის განვითარებად, რომელსაც ელვარე ეკრანები და მორბენალი სტრიქონები აქვს - ეს ასე არ არის”- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში.

მისი თქმით, 2016 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში კორპორატიული ფასიანი ქაღალდების მოცულობა ყოველწლიურად საშუალოდ 40%-ით იზრდება. ამასთან გვენეტაძე ამბობს, რომ მცდარია შეხედულება, თითქოს კაპიტალის ბაზრის განვითარება ავტომატურად საფონდო ბირჟის განვითარებას ნიშნავს, სინამდვილეში ეს ხანგრძლივი პროცესია და არსებულ რეალობაში არაერთ საკანონმდებლო ცვლილებასთან არის დაკავშირებული.

“კაპიტალის ბაზრის განვითარება სამწუხაროდ ძალიან ბევრს მიაჩნია ბირჟის განვითარებად, რომელსაც ელვარე ეკრანები და მორბენალი სტრიქონები აქვს - ეს ასე არ არის. რეალურად კაპიტალის ბაზრის განვითარება დაკავშირებულია მისი საკანონმდებლო საფუძვლების განვითარებასთან, რაც საკმაოდ ნელი პროცესია. ამასთან, მის განვითარებაში როლს თამაშობს როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების მხარეები.

უნდა ვთქვა, რომ გააქტიურებულია არამარტო სახაზინო ვალდებულებების მიმართულება, არამედ დილერების კუთხითაც არის ცვლილებები. კორპორატიული ფასიანი ქაღალდების რაოდენობაც საკმაოდ გაზრდილია.

2016 წლიდან მოყოლებული, ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდები საშუალოდ 40%-ით იზრდებოდა. შესაბამისად, კომპანიებისთვის დაფინანსების მოზიდვის ალტერნატიული მეთოდები ნამდვილად გამოჩნდა.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ძლიერმა და კარგად განვითარებულმა საბანკო სისტემამ გარკვეულწილად დაჩრდილა კაპიტალის ბაზარი. 2020 წელს რა რეფორმაც განხორციელდა კაპიტალის ბაზრის მიმართულებით, ვფიქრობ, რომ უპრეცედენტო იყო. 2009 წლის შემდეგ ასეთი დიდი საქმე არ გაკეთებულა ამასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონიც მივიღეთ გასულ წელს. ეს ყველაფერი კი ეხმარება იმას, რომ ალტერნატიული დაფინანსების წყაროები უფრო და უფრო მეტად გახდეს პოპულარული,"- აცხადებს გვენეტაძე. 

მისი თქმით, კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელს საპენსიო რეფორმაც შეუწყობს ხელს, რომელიც ქვეყანაში ადგილობრივი დანაზოგების მოცულობას გაზრდის.

"ვფიქრობ, რომ საპენსიო რეფორმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა იყო, რაც საქართველოში განხორციელდა. სამწუხაროდ საკმაოდ ცუდი PR-ით წარიმართა და არ იყო ნამდვილად კარგი ამის მოსმენა. ვფიქრობ, რომ დანაზოგების მობილიზაციის თვალსაზრისით, ეს რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეს არის ლარის რესურსი, რომელთა გამოყენება და ჩაბრუნებაც შესაძლებელი იქნება ეკონომიკაში და ეს არის უფრო ნაკლებ რისკიანი, ვიდრე უცხოური ვალუტის კაპიტალი,”- ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი,"- ამბობს სებ-ის პრეზიდენტი.