მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბილ გეითსისგან შეკვეთა არ მიგვიღია" - იახტების მწარმოებელი კომპანია Sinot-ი

5e428673cc3aa
ნათია თაქთაქიშვილი
12.02.20 00:00
1349
ბოლო დღეებში დასავლურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ბილ გეითსის მიერ წყალბადის საწვავზე მომუშავე სუპერიახტის შეძენასთან დაკავშირებით, იახტების მწარმოებელი კომპანია Sinot Yacht Architecture & Design-ი ეხმაურება. 

როგორც BBC-ი წერს, კომპანია Sinot Yacht Architecture & Design-ში აცხადებენ, მათ ბილ გეითსთან საქმიანი ურთიერთობა ამ ეტაპზე არ აქვთ.

„რაც შეეხება თავად იახტას Aqua-ს, ის მხოლოდ კონცეპტუალურ დონეზეა და კომპანია ამჟამად მუშაობს მის განვითარებაზე. ასე, რომ ბილ გეითს ის $644 მილიონად არ შეუძენია“, - აცხადებს კომპანია.

მოცემული მონაცემებით, იახტის სიგრძე დაახლოებით 112 მეტრი იქნება. ფეშენებელური იახტა სრულად იმუშავებს წყალბადზე. იახტას ერთჯერადად 6,035 კილომეტრის გავლის შესაძლებლობა ექნება საწვავის მარაგით, იგი საათში დაახლოებით 31 კილომეტრის მანძილს დაფარავს.