15.მაისი .2020 14:41

"ბილაინის" მაღაზიები უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით 18 მაისს იხსნება

views 228
უკან

საერთაშორისო ჯგუფ "ვიონის" წევრი, "ბილაინი" 18 მაისიდან მაღაზიების ეტაპობრივ გახსნას იწყებს და უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით მოემსახურება აბონენტებს. "ბილაინის" 28 მაღაზიიდან პირველ ეტაპზე 23 გაიხსნება, მარნეულის მაღაზიის გახსნა დაგეგმილია 25 მაისს, "თბილისი მოლის" - 8 ივნისს, აეროპორტების კი - საჰაერო მიმოსვლის აღდგენისთანავე.

მაღაზიების ძირითადი ნაწილი იმუშავებს ყოველდღე 9:00-დან 18:00 საათამდე და მაღაზიებში დაცული იქნება COVID-19-თან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია, რომელიც აუცილებელია უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად როგორც აბონენტებისთვის, ისე თანამშრომლებისთვის.

ამასთან, ბილაინის ყველა მომსახურება და პროდუქტი რჩება მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ონლაინ, აპლიკაციის, ვებგვერდის, ონლაინ ჩატისა და სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. ბილაინის სიმ ბარათების შეძენაც, კომპანიის მაღაზიების გარდა შესაძლებელია ბილაინის თვითმომსახურების ტერმინალებით და საქართველოს ფოსტის 81 სერვისცენტრში.

"ბილაინმა" COVID-19-ის აღმოჩენისთანავე დაიწყო პრევენციული ზომების გატარება და უსაფრთხოების მიზნით ერთ-ერთმა პირველმა დახურა მაღაზიები თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში, მოგვიანებით კი მთელ საქართველოში.