მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბილაინის" მობილური თამაშების ჰაკათონში გამარჯვებული BTU-ს სტუდენტების მიერ შექმნილი მობილური თამაში უკვე ხელმისწავდომია

606d9efb50445
ვიქტორია მღებრიშვილი
07.04.21 16:37
704
საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრის, "ბილაინის" თამაშების პორტალზე ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი მობილური თამაში - Jumper Ghost განთავსდა და მომხმარებლისთვისაა ხელმისაწვდომი.

კომპანიის ცნობით, თამაში გასული წლის ოქტომბერში "ბილაინის" მობილური თამაშების ჰაკათონის, Game Jam-ის ფარგლებში შეიქმნა და მისი ავტორი BTU-ს სტუდენტებისგან შემდგარი გუნდი - Absolute Zero-ა. გუნდმა ჰაკათონში გამარჯვება მოიპოვა და პრიზთან ერთად ბილაინთან ხელშეკრულების გაფორმება მიიღო, რის საფუძველზეც კომპანიასთან თანამშრომლობას შემოსავლის გაყოფის მოდელით აგრძელებს.

თამაშის - Jumper Ghost ლოგიკა მარტივია და იმეორებს ბილაინის სხვა თამაშების მექანიზმს - აბონენტი ცდილობს თავი აარიდოს ბარიერებს და დააგროვოს MB-ები. მოგებული MB-ები აბონენტს თამაშისთვის გამოყოფილ სპეციფიალურ ბალანსზე დაერიცხება, რისი შემოწმებაც ბილაინის აპლიკაციის მეშვეობით შეუძლია. თამაშზე წვდომისთვის, აბონენტი გადადის თამაშის ბმულზე და მობილურის ნომრის მეშვეობით გადის ვერიფიკაციას. თამაშის ერთი ცდის საფასურია 1₾.

Jumper Ghost ბილაინის პორტალზე განთავსებული რიგით მეცხრე და საქართველოში შექმნილი პირველი თამაშია. კომპანია ამ დრომდე უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობდა, ხოლო საქართველოში ნიჭიერი დეველოპერების აღმოსაჩენად და სფეროს მხარდასაჭერად, ჰაკათონი Beeline Game Jam ჩაატარა და ქართველი ახალგაზრდებისგან შემდგარი რამდენიმე გუნდის ბიზნესპარტნიორი გახდა.

"ბილაინი" აგრძელებს საქართველოში ციფრული მიმართულების განვითარების მხარდაჭერას და სფეროს წარმომადგენელთა წახალისებას, რაც მობილური თამაშების შემთხვევაში მომხმარებლისთვის დამატებითი ღირებულების შექმნის შესანიშნავი შესაძლებლობაა.
(NS)