მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბილდერზი" 2023 წელს უძრავი ქონების სექტორში ₾10 მილიონის ინვესტირებას გეგმავს

63932c5b81b58
თელარა გელანტია
09.12.22 23:55
1378
კომპანია "ბილდერზი" 2023 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში 10 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ამის შესახებ „ბილდერზის“ მმართველმა პარტნიორმა გიორგი არველაძემ BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში განაცხადა.

„უძრავ ქონებასა და დეველოპერულ საქმიანობაში აქტიურად შევედით და მომავალ წელს რამდენიმე პროექტს ერთდროულად განვახორციელებთ. კერძოდ, საცხოვრებელ კორპუსებს ავაშენებთ თბილისში. ინვესტიციის სავარაუდო მოცულობა 10 მლნ ლარია“, - ამბობს გიორგი არველაძე.

„ბილდერზის“ პირველი პროექტია „ბილდერზ დიდი დიღომი", რომელიც 12- სართულიან საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს. მშენებლობა 2021 წლის დეკემბერში დაიწყო და 2023 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ჯამური ინვესტიცია 10 მლნ ლარია.

სოფელ დიღომში, 2,200 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გიორგი არველაძემ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ, უპირობო აუქციონზე 2020 წელს 1.5 მილიონ ლარად შეიძინა.

ცნობისთვის: „ბილდერზი“ 2018 წელსაა რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი და 33.4%-იანი წილის მფლობელია გიორგი არველაძე. მეწილეებს შორის არიან დავით წიკლაური (33,3%) და ალექსი ხოროშვილი (33.,3%).