მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბილიკი" უკვე რვა ქვეყნის ბაზარზეა - ქართული აპლიკაცია, სადაც ტურისტული მარშრუტის შედგენა და გაყიდვაა შესაძლებელი

6304a85f8eb7f
მარიამ იზორია
23.08.22 18:00
1366
ტურისტული მარშრუტების ქართულ აპლიკაცია „ბილიკზე“ რვა ქვეყნის, საქართველოს, პოლონეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ესტონეთის, იტალიის, ბულგარეთის და ისრაელის ტურია განთავსებული, რაც იმას ნიშნავს რომ ქართული სტარტაპი საქართველოს გარდა უკვე შვიდ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

როგორც „ბილიკის“ თანადამფუძნებელი თორნიკე ცირამუა bm.ge-სთან აღნიშნავს, სტარტაპის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა აპლიკაციის ახალი ფუნქციონალის დამსახურებაა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ ადამიანს ტურისტული მარშრუტის შედგენა, „ბილიკზე“ განთვასება და გაყიდვა შეუძლია.

თორნიკე ციარამუას თქმით, პოლონეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელზეც მიზანმიმართულად იმუშავეს და მცირე მარკეტინგული აქტივობები განახორციელეს, სხვა ქვეყნებში ამას კი დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შემდეგ გეგმავენ.

„ბილიკი უკვე ჯამში 8 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ამ ქვეყნის მოლაშქრეებმა თავიანთი ტურები განათავსეს ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ქვეყნებში შევედით. კარგია, რომ აპლიკაციის ახალ ფუნქციონალს, რაც ტურების გაყიდვას და ყიდვას გულისხმობს, გეოგრაფიული და ტექნოლოგიური შეზღუდვა არ გააჩნია. ახლა დამატებითი ინვესტიციის აწევაზეც ვმუშაობთ, ჯამში $300 000 გვაქვს განსაზღვრული, რასაც აპლიკაციის დახვეწას და ქვეყნებში მარკეტინგულ აქტივობებს მოვახმართ“ - აღნიშნავს „ბილიკის“ დამფუძნებელი.

თორნიკე ცირამუა მიმდინარე სეზონსაც აფასებს. მისი თქმით, „ბილიკის“ მომხმარებლის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

„საქართველოში ჩვენი ტურები საკმაოდ აქტიურად იყიდება, ასევე იზრდება ტურების რაოდენობაც, რაც კარგია, რადგან, რაც უფრო მეტი ტრანზაქციაა ეს მეტ შემოსავალს ნიშნავს. რაც შეეხება მომხმარებელს, თუ აქამდე ჩვენი მომხმარებლის რაოდენობა ყოველთვიურად 1200 ადამიანი იყო, ახლა 1800-2000-მდე მერყეობს. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი პარტნიორი კომპანიებიც გვყავს“ - ამბობს ის.