მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბინების გამქირავებლებს ფასების დაწევა მოუწევთ" - "სიგმას“ დირექტორი

6260163b231c4
ლიკა გურაბანიძე
20.04.22 23:20
1084
უძრავი ქონების დაქირავებაზე მოთხოვნამ თვენახევრის წინანდელ პერიოდთან შედარებით იკლო, თუმცა მაღალი ფასები კვლავ შენარჩუნებულია. კომპანია „სიგმას“ დირექტორი ზურაბ ლაჩაშვილი აღნიშნავს, რომ თვენახევრის წინ გასაქირავებელ ბინებზე ფასები საშუალოდ, 30-50%-ით გაიზარდა.

“თუ მაგალითად, ორი თვის წინ ცენტრალურ უბანში, ერთოთახიანი ბინის დაქირავება, თვეში 300 დოლარად იყო შესაძლებელი, ახლა ღირებულება 450 დოლარია.” - აღნიშნა მან.

„სიგმას“ დირექტორის განმარტებითვე, უძრავი ქონების ბაზარი ინერციულია და მოთხოვნის კლების შესაბამისად, ფასების დასტაბილურებას გარკვეული დრო დასჭირდება.

“ფასების კლებას ერთი თვის შემდეგ ველოდებით. ბიზნესში ნებისმიერ აჟიოტაჟს სტაბილიზაცია მოჰყვება. გარკვეული აჟიოტაჟი ბინების გაქირავებასთან დაკავშირებით დაახლოებით თვენახევრის წინ ბუნებრივია იყო, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია. ეს აჟიოტაჟი ახლა ცხრება. საბაზრო ურთიერთობების გათვალისწინებით კი ბინების გამქირავებლებს ფასების დაწევა მოუწევთ.” - აღნიშნა ზურაბ ლაჩაშვილმა.

TBC Capital-ის კვლევის მიხედვით, თბილისში უძრავი ქონების ქირის ფასი მარტში, თებერვალთან შედარებით, 20,1%-ით გაიზარდა.