12.სექტემბერი .2019 11:25

"ბიოდიზელი ჯორჯია" ჰორეკა ბიზნესის წარმომადგენლებს ქართული წარმოების განვითარებისკენ მოუწოდებს

views 739
უკან

სტარტაპი "ბიოდიზელი ჯორჯია" საქართველოში მომუშავე ჰორეკა (HORECA) ბიზნესის წარმომადგენლებს ქართული წარმოების განვითარებისა და მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს.

"უპირველესად გვინდა "ბიოდიზელი ჯორჯიას" მთელი გუნდის სახელით მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ იმ ადგილობრივ, თუ საერთაშორისო ბიზნეს ოპერატორებს, რომელთაც ჩვენთან პარტნიორობით აირჩიეთ და მხარი დაუჭირეთ ქართული წარმოების განვითარებას, ქვეყნის ეკონომიკური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

თქვენი გვერდში დგომით ჩვენ მოვახერხეთ და პირველად საქართველოში დავიწყეთ ინოვაციური სტარტაპი, ეკოლოგიურად სუფთა განახლებადი საწვავის, ბიოდიზელის წარმოება. თქვენი მხარდაჭერით დასაქმდა და პროფესიული თვალსაზრისით გადამზადდა ათეულობით ადგილობრივი მუშახელი, დაიწყო უპრეცედენტო მასშტაბის სახიფათო ნარჩენების, მეორეული საკვები ზეთების გადამუშავება და რაც ყველაზე მთავარია, დაიზოგა 750 ტონაზე მეტი ნახშირორჟანგის მავნე ემისია ატმოსფეროში.

თქვენი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის, ზოგადად ქართული წარმოების და მდგრადი ეკონომიკური განვითარების უპირობო მხარდაჭერაა.

მათ ვინც ჯერ კიდევ არ თანამშრომლობენ "ბიოდიზელი ჯორჯიასთან" მოგიწოდებთ, გახდეთ ჩვენი პარტნიორები და ამით ხელი შეუწყოთ ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას, ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას და მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას", – ნათქვამია "ბიოდიზელი ჯორჯიას" განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა