„ხვალიდან პარლამენტში საბიუჯეტო პროცესს დავიწყებთ, დღეს მივიღეთ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი ვერსია, რომელიც ყველა ტიპის ხარჯებს ითვალისწინებს“, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წელს დაიწყება საგარეო ვალების შემცირება და ეს პროცესი აღწერილია ამ ბიუჯეტში.
„რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, 2021 წელს ეკონომიკური ზრდა გათვალისწინებულია 5%-ის ფარგლებში. მას მერე, რაც წლევანდელ წელს ჩვენ რეცესია გვაქვს, ინფლაცია არის 3%-ის ფარგლებში, ხოლო საბიუჯეტო დეფიციტი არის 5,1% -ის ფარგლებში. ანუ დეფიციტი მცირდება - წლევანდელ ბიუჯეტში გვაქვს 8,5% , მომავალ წელს იქნება 5,1%. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ვალდებულება, რაც სახელმწიფოს ჰქონდა გამოცხადებული, შენარჩუნებულია, მათ შორის პენსიებთან, მასწავლებლებთან, ჯარისკაცებთან, პოლიციელებთან დაკავშირებით, ასევე არის აღწერილი ამ ბიუჯეტში.
იქიდან გამომდინარე, რომ ჯანდაცვას და სოციალურ მიმართულებებსაც დაჭირდებათ გარკვეული დაზუსტება, ვფიქრობ, ეს ბიუჯეტი განიცდის ცვლილებებს იმის გამო, რომ არ არის გათვალისწინებული გარკვეული ხარჯები ამ თვალსაზრისით.
მთავრობას ექნება შესაძლებლობა, რომ ხარჯები დააზუსტოს და ნოემბრის დასაწყისში, შემოიტანოს ახალი ვერსია. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ბიუჯეტის ამ ვერსიაში იზრდება საგადასახადო შემოსავლები. 2020 წელს საგადასახადო შემოსავლები 9 მილიარდი იყო გათვალისწინებული, ამ პირველად ვერსიაში 10,4 მილიარდია გათვალისწინებული. ასევე გათვალისწინებულია საგარეო დაფინანსება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
მან ასევე განმარტა, რომ პროცესი დაიწყება დღეს ბიუროს სხდომაზე ბიუჯეტის რეგისტრაციით, რის შემდეგაც ყველა კომიტეტს, ფრაქციას, უმრავლესობას, ოპოზიციას შესაძლებლობა ექნებათ განიხილოს დოკუმენტი.
შემაჯამებელი სხდომა გაიმართება 16 ოქტომბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში და ამის შემდეგ ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით და რეკომენდაციებით გადაეგზავნება მთავრობას, რომელიც გადამუშავებულ ვერსიას ნოემბრის დასაწყისში დაუბრუნებს პარლამენტს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა