მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნეს ვიზიტების პლატფორმა ძალიან კარგად მუშაობს - უკვე 2700 მოთხოვნაა"

5f2a763b4bc58
ინგა მურუსიძე
05.08.20 13:04
822

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ბიზნეს ვიზიტების პლატფორმაზე 2700 განაცხადია შესული. მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში ბიზნეს ვიზიტის მიზნით შემოსვლას ითხოვენ როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.

„ძალიან კარგად მუშაობს ბიზნეს ვიზიტების პლატფორმა. 2700-მდე განაცხადია სხვადასხვა ქვეყნებიდან. მთხოვნელები არიან როგორც რეგიონის ქვეყნებიდან, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ შემთხვევაში მათ აქვთ უფლება, რომ კარანტინის გარეშე, თავისი ხარჯით ჩაიტარონ გარკვეული პერიოდულობით PCR ტესტები. ეს არის ჩვენთვის უსაფთხო და მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ არ შეჩერდეს ბიზნეს პროცესი, ინვესტორთან ურთიერთობა.

გუშინ ჩვენ ვმასპინძლობდით მაგალითად შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ წარმომადგენელს და საუბარი იყო საქართველოში ვაგონების წარმოების გადმოტანაზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 


ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად ხორციელდება, წინასწარ შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. შესაბამისი ელექტრონული ფორმები, რომლის შევსებაც წინასწარ მოუწევთ ნებისმიერი საქმიანი ვიზიტის განმახორციელებელ პირებს, ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე www.StopCoV.ge.